პარასკევი, 26.04.2024, 14:35
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ტრენინგ-სემინარები

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებ, სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის, მაგრამ  საზოგადოებრივად აქტიური ლიდერი ქალბატონები შეიკრიბნენ ფონდ „სოხუმში" სამდღიან ტრენინგზე.  ამ ტრენინგით დაიწყო ქალთა პოლიტიკური ლიდერობის სკოლ ისტორია.

მონაწილეთა დიდ უმეტესობას გააჩნია პოტენციალი, სურვილი და მზად არის, განივითაროუნარ-ჩვევები 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილების მისაღებად.  

ტრენინგის სხვადასხვა მეთოდის მეშვეობით წარიმართა მუშაობა მონაწილეთათვის საინტერესო საკითხებზე: ქალთა ლიდერობის ფენომენ, კომუნიკაციის როლ და მნიშვნელობა, პოლიტიკაში ქალთა წინსვლის შემაფერხებელი მიზეზებ, ემოციების მართვა, კონფლიქტურ სიტუაციებში ქცევის სტრატეგია და მოლაპარაკების წარმოების ხერხებ.

ტრენინგის ბოლო ნაწილში, მონაწილეებმა განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 ქალები, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ და განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს მის მნიშვნელობაზე ქალთა უფლებების გაძლიერების თვალსაზრისით.

მონაწილეებმა გამოავლინეს ლიდერული თვისებები, მიიღეს უამრავი მნიშვნელოვანი და პრაქტიკული ინფორმაცია, გაიმდიდრეს გამოცდილება. მწვრთნელთა შეფასებით, თითოეულ მათგანს გააჩნია პოლიტიკური კარიერისთვის საჭირო პოტენციალი და რესურსი.  

 

პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური

 დეპარტამენტის მხარდაჭერით

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 832 | დაამატა: admin | თარიღი: 07.07.2013

საჯარო კომუნიკაციის ტექნიკა, საზოგადოებრივი დისკუსიებისა და ვორკშოპების ორგანიზება და ჩატარება - ამ თემით დაიწყო ტრენინგი ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. მასში მონაწილეობა მიიღეს ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა. პროექტი ვრცელდება სოფლებზე ნახახულევსა და მათხოჯზე და მიზნად ისახავს ახალგაზრდების მობილიზებას, ინფორმირებასა და გააქტიურებას.

ერთდღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ეფექტურ კომუნიკაციაზე, გაეცნენ ვორკშოპებისა და დისკუსიების ორგანიზებისა და  დაგეგმვის ტექნიკას. შემდეგ თეორიული და ინტერაქტიული მუშაობა პრაქტიკულ რეჟიმში გადავიდა. ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, როლური თამაშებით წარმოედგინათ  პრობლემის ადვოკატირების სცენარები.

პრაქტიკული სავარჯიშო გაგრძელდა ფონდი „სოხუმის" ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში გადაღებული ფილმის ჩვენებითა და დისკუსიით.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ტრენინგმა მისცა მათ საჭირო ინფორმაცია, რასაც მომავალში პრაქტიკულად გამოიყენებენ.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში"

(PIN) მხარდაჭერით (ჩეხეთი)

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 851 | დაამატა: admin | თარიღი: 06.07.2013

დასავლეთ საქართველოს 6 რეგიონის (ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, წყალტუბო,  ხონი) ადგილობრივი თვითმმართველობის, გამგეობისა და სოციალური სამსახურის 18 წარმომადგენლი  შეკრიბა ფონდმა „სოხუმმა" კურორტ  საირმეში.

3 დღის განმავლობაში მათი მონაწილეობით ჩატარდა ტრენინგპრევენციული სტრატეგიები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ".

ტრენინგის მონაწილეებისთვის ბევრ ნაცნობ საკითხთან ერთად იყო ახალი ინფორმაციები და მიდგომები. ეს განაპირობა განსახილველად წარმოდგენილმა თემებმა: გენდერული თანასწორობა, სტერეოტიპები, გენდერული ძალადობა, ოჯახში ძალადობა და მის წინააღმდეგ მოქმედი მექანიზმები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის რეფერალური მექანიზმები, ინსტიტუციური თანამშრომლობის მოდელი... 

ტრენინგის ბოლოს თითოეული ქალაქის მიხედვით შემუშავდა კონცეფცია მომავალი სტრატეგიისთვის.

ფონდი „სოხუმის" მუშაობა ძალადობის პრევენციისთვის შეუძლებელია ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების ჩართვის გარეშე. ტრენინგი სწორედ მჭიდრო თანამშრომლობას ემსახურებოდა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 813 | დაამატა: admin | თარიღი: 23.06.2013


ტრენინგის თემაა - „ქალები, გენდერი, მშვიდობა და ადამიანური უსაფრთხოება".

შეკრებილი 12 მონაწილე პროექტით მოიაზრება, როგორც ტრენერი საქართველოს ხვადასხვა რეგიონში ქალთა ჯგუფებთან იგივე თემებზე მუშაობისათვის, რაც გაზრდის ქალთა ჩართულობას გენდერული ხედვების ჩამოყალიბების, მშვიდობისა და ადამიანური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი მომენტების  გააზრების საკითხში.

„თქვენთან შეხვედრა ყოველთვის ახალი იდეებით გვმუხტავს, საკუთარ თავში ახალ შესაძლებლობებს დაგვანახებს".

„არაჩვეულებრივად გამოგდით მონაწილეთა შერჩევა. ძალიან კარგი, მოტივირებული, შემართული გუნდი შეიკრიბა, რომელსაც, ალბათ, ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეუძლია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ბოლომდე გავაცნობიერეთ ის სათქმელი, რომელიც უნდა მივიტანოთ სამიზნე ჯგუფებამდე".

„არ მინდა ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ყველა წარმატება, რომელსაც მივაღწიე, ლიდერთა სკოლის დამსახურებაა. აუცილებლად გავამართლებ  ნდობას, რომელიც გამომიცხადეთ".

„მიუხედავად საკმაო გამოცდილებისა, ტრენინგი საუკეთესო საშუალება იყო ყველა ჩვენი რესურსის მობილიზებისათვის, ახალი უნარების მიღებისათვის. ჩვენ კიდევ ერთხელ გავაცნობიერეთ, რამდენად სჭირდება ჩვენს საზოგადოებას დისკუსიები მშვიდობის, ადამიანური უსაფრთხოების საკითხებზე, რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული ცნობიერების აღზრდა".

„ძალიან მომეწონა „მშვიდობისმყოფელ ქალთა ბაზის" იდეა. ვთვლით, რომ არ უნდა დაიკარგოს ის წვლილი, რომელიც დედამიწის სხვადასხვა წერტილში ქალებს შეაქვთ კონფლიქტების დარეგულირებაში ".

- მონაწილეთა შეფასებებმა კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახადა ტრენინგის  აქტუალობა და ის, რომ მან საწყისი მისცა დიდ სამუშაოს, რომლის მნიშვნელობა ყველა მონაწილეს ღრმადა აქვს გაცნობიერებული.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 866 | დაამატა: moderatori | თარიღი: 14.04.2013



ლიდერთა სკოლის პირველი ტრენინგი კურორტ საირეში ჩატარდა. მონაწილეების აღნიშვნით, მათთვის არა მარტო თემებითა და ინფორმაციებით იყო დატვირთული, არამედ ახალი მუხტი შესძინა მათ, როგორც ლიდერებს, ერთ გუნდად შეკრა და სამომავლო გეგმებიც დაუსახა. გეგმებს შორის იყო ჰიმნის შექმნა სპეციალურად ლიდერთა სკოლისთვის, ფეისბუქზე სკოლის გვერდის გახსნა, სადაც ერთმანეთს საინტერესო თემებს გაუზიარებენ, რათა მომდევნო შეხვედრამდე უფრო გაიზარდონ და ტრენინგზე მიღებული ცოდნა გაიღრმავონ.

 ტრენინგზე განხილული თემებიდან განსაკუთრებით ლიდერობის თემით დაინტერესდნენ. ჩაწვდნენ ქალთა ლიდერობის ფენომენს და საკუთარ ლიდერულ თვისებებზეც დაფიქრდნენ.

მონაწილეები კონფლიქტის არსსაც გაეცნენ, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თავისებურებებიც გაიგეს, აფხაზეთში ცნობილ ადამიანებსაც შეხვდნენ, მოუსმინეს და სამშვიდობო საქმეში საკუთარი წვლილის შეტანის სურვილი გაუჩნდათ.

ტრენინგის ბოლოს დაფიქსირდა, რომ  საირმეში გატარებული სამი დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის. შეფასებით ანკეტებში ასეთი ჩანაწერები გაჩნდა:

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის კონფლიქტის ანალიზი. ვისწავლე კონფლიქტის მართვა..."

„ბევრი ინფორმაცია მივიღეთ გენდერზე, ლიდერობაზე, კონფლიქტზე, რაც აუცილებლად გამოგვადგება".

პირველივე ტრენინგის შემდეგ გოგონებს უამრავი იდეა გაუჩნდათ. მათი აქტიურობა და განსაკუთრებული ინტერესი ყველა ინიციატივის განხორციელების საწინდარი იქნება.  

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

 

 

 

 

 


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 872 | დაამატა: moderatori | თარიღი: 07.04.2013

 

- რას ნიშნავს სამოქალაქო აქტივიზმი, აქტიური მოქალაქე; როგორ ხდება სამოქალაქო ინიციატივების ფორმირება და შემდგომში მისი პრაქტიკულად განხორციელება - ძირითადად ამ საკითხებზე იყო აგებული ორდღიანი სატრენინგო პროგრამა, რომელშიც მონაწილებდნენ აქტიური, ლიდერი ქალები დასავლეთ საქართველოს რვა ქალაქიდან (ქუთაისი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ხონი, ბათუმი, ოზურგეთი, ზუგდიდი). 

განსახილველი თემა მონაწილეებისთვის შედარებით ახალი იყო. მაგრამ  არ გასჭირვებიათ  სამოქალაქო აქტივიზმის პოზიტიური შედეგების განსაზღვრა.

 განსაკუთრებით საინტერესო იყო პრაქტიკული სავარჯიშოები, რომელიც ჯგუფებში გაგრძელდა: თითოეულმა ჯგუფმა საკუთარ ქალაქებში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, რეალობის გათვალისწინებით,  ჩამოაყალიბეს ინიციატივები და დასახეს გზები მათ განსახორციელებლად. შეიმუშავეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო აქტივისტების თანამშრომლობის სტრატეგია.

-  მივდივარ დადებითად დამუხტული. იმედი მაქვს, ჩემს ქალაქში რაღაცის სასიკეთოდ შეცვლას შევძლებ.

- შევეცდები მიღებული ცოდნა გამოვიყენო პრაქტიკაში, საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად.

-ასეთი იყო მონაწილეთა შეფასება. ისინი მიიჩნევენ, რომ გაიზარდა მოტივაცია, - იყვნენ უფრო აქტიურები. რადგან  მათ ირგვლივ არსებული რეალობის პოზიტიური ცვლილება მოქალაქეების აქტიურობას, მათ მიერ საზოგადოებისათვის გაღებულ წვლილს ეფუძნება.

 

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1601 | დაამატა: admin | თარიღი: 26.02.2013

ლიდერთა სკოლა ლიდერ გოგონებს ამჯერად ფოთში ეძებს.

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში რიგით მეხუთე შესარჩევი ტრენინგი გაიმართა.

ქალთა ლიდერობა, კომუნიკაცია, კონფლიქტის არსი - ტრენინგზე განხილული თემები გოგონებისთვის საინტერესო გამოდგა.

- ჩვენ გვესმის, რომ ლიდერთა სკოლაში მხოლოდ ოთხი მოხვდება, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის მომავალშიც ვიმეგობროთ ერთმანეთთან. - ითქვა ტრენინგის დასასრულს. გოგონები მიიჩნევენ, რომ ტრენინგი მათთვის მნიშვნელოვანი იყო. მათი აზრით, ეს ერთი დღე შემდგომი მუშაობის გაგრძელების დასაწყისია, რადგან ფოთში ახალ რაიონში ახალგაზრდები პასიურობით გამოირჩევიან.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 850 | დაამატა: admin | თარიღი: 19.02.2013

« 1 2 3 4 5 6 7 ... 14 15 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0