პარასკევი, 29.03.2024, 02:31
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » აპრილი » 7 » სამი დღე საირმეში-ტრენინგი ლიდერთა სკოლის მონაწილეებისთვის
12:47
სამი დღე საირმეში-ტრენინგი ლიდერთა სკოლის მონაწილეებისთვის


ლიდერთა სკოლის პირველი ტრენინგი კურორტ საირეში ჩატარდა. მონაწილეების აღნიშვნით, მათთვის არა მარტო თემებითა და ინფორმაციებით იყო დატვირთული, არამედ ახალი მუხტი შესძინა მათ, როგორც ლიდერებს, ერთ გუნდად შეკრა და სამომავლო გეგმებიც დაუსახა. გეგმებს შორის იყო ჰიმნის შექმნა სპეციალურად ლიდერთა სკოლისთვის, ფეისბუქზე სკოლის გვერდის გახსნა, სადაც ერთმანეთს საინტერესო თემებს გაუზიარებენ, რათა მომდევნო შეხვედრამდე უფრო გაიზარდონ და ტრენინგზე მიღებული ცოდნა გაიღრმავონ.

 ტრენინგზე განხილული თემებიდან განსაკუთრებით ლიდერობის თემით დაინტერესდნენ. ჩაწვდნენ ქალთა ლიდერობის ფენომენს და საკუთარ ლიდერულ თვისებებზეც დაფიქრდნენ.

მონაწილეები კონფლიქტის არსსაც გაეცნენ, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თავისებურებებიც გაიგეს, აფხაზეთში ცნობილ ადამიანებსაც შეხვდნენ, მოუსმინეს და სამშვიდობო საქმეში საკუთარი წვლილის შეტანის სურვილი გაუჩნდათ.

ტრენინგის ბოლოს დაფიქსირდა, რომ  საირმეში გატარებული სამი დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის. შეფასებით ანკეტებში ასეთი ჩანაწერები გაჩნდა:

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის კონფლიქტის ანალიზი. ვისწავლე კონფლიქტის მართვა..."

„ბევრი ინფორმაცია მივიღეთ გენდერზე, ლიდერობაზე, კონფლიქტზე, რაც აუცილებლად გამოგვადგება".

პირველივე ტრენინგის შემდეგ გოგონებს უამრავი იდეა გაუჩნდათ. მათი აქტიურობა და განსაკუთრებული ინტერესი ყველა ინიციატივის განხორციელების საწინდარი იქნება.  

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

 

 

 

 

 


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 871 | დაამატა: moderatori | ტეგები: лел | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0