შაბათი, 27.04.2024, 06:06
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ტრენინგ-სემინარები

ფონდი „სოხუმის" სატრენინგო დარბაზში პროექტ „სინერგიას" ფარგლებში ჩატარდა  ტრენინგი დევნილთა კანონპროექტში ცვლილებებისა და განსახლების კრიტერიუმების შესახებ. ტრენინგს ესწრებოდნენ იმ 6 კოლექტიური ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც ჯერაც არ არის რეაბილიტირებული. მათ მიიღეს სრული ინფორმაცია განსახლების კრიტერიუმების შესახებ და გაიგეს, როგორ მოახდინონ თავიანთი პრობლემების ადვოკატირება, როგორ ჩაერთონ ამ პროცესში.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა აღნიშნეს:

- არაფერი ვიცოდით კრიტერიუმების შესახებ და დღევანდელმა ტრენინგმა გაგვარკვია, თუ როგორ და რის საფუძველზე ხდება ქულების მინიჭება.

- ტრენინგი იყო ძალიან ინფორმაციული. აქ მიღებული ცოდნა გამოგვადგება საკუთარი უფლებების დაცვაში ფართების განაწილების დროს.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 784 | დაამატა: admin | თარიღი: 29.11.2013

ბათუმში ჩატარდა ტრენინგი, რომელზეც სამ სკოლაში ჩამოყალიბებული ფორუმ–თეატრების ახალბედა მსახიობებთან ერთად რამდენიმე მსურველიც ესწრებოდა. მონაწილეთათვის საინტერესო აღმოჩნდა  განხილული თემები  - ძალადობა, კომუნიკაცია, კონფლიქტოლოგია, ფორუმ–თეატრის ისტორია და მიზანი.

ტრენინგის ნაწილი მიეძღვნა პრაქტიკულ მუშაობას. ვეთოდების მრავალფეროვნებამ, ინტერაქტილმა სტილმა ტრენინგი საინტერესო გახადა მისი თითოეული მონაწილისთვის.

 

პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 860 | დაამატა: admin | თარიღი: 16.11.2013

ლიდერ გოგონათა სკოლის წევრები მორიგ ტრენინგზე ქუთაისში, ფონდ „სოხუმში" შეიკრიბნენ. პირველი დღე საშინაო დავალების პრეზენტაციას დაეთმო. დავალების მიხედვით, თითოეულმა მონაწილემ ვორკშოპი ჩაატარა ქუთაისი, წყალტუბოში, ხონი, სენაკი, ფოთსა და ხურჩაში.

- პრობლემები, მიღწევები, შედეგები, გავლენა - ამ შეკითხვების პასუხები გოგონებმა ნახატებით დააფიქსირეს. პრეზენტაციას თან ახლდა ფონდ „სოხუმი" ფსიქოლოგის კომენტარები. მონაწილეები ძირითად მიღწევად თვლიან ახალგაზრდების ინფორმირებას და მათ მოტივაციას, უფრო მეტად გახდნენ აქტიურები.

პროდუქტიული იყო ტრენინგის მომდევნო დღეები. მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას, როგორ იგეგმება საზოგადოებრივი კამპანიები. თეორიულ ნაწილს პაქტიკული გაგრძელება ჰქონდა. ლიდერთა სკოლის წევრებმა კამპანიის ეფექტურად დაგეგმვის სტრატეგია შეიმუშავეს და ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებები დაგეგმეს.

ტრენინგმა კიდევ უფრო დაამეგობრა მონაწილენი.  ფონდმა „სოხუმმა"  მათთვის მოაწყო ექსკურსია  გელათში - ზოგისთვის ეს პირველი მიახლება იყო უძველეს ტაძართან.

ლიდეთა სკოლის წევრებმა ტრენინგის ბოლოს განაცხადეს, რომ ბევრი მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაციმიიღეს და აქტიურად ჩაერთვებიან 16-დღიან კამპანიაში, რომელშიც ფონდი „სოხუმი" 10 წელზე მეტია, ტრადიციულად მონაწილეობს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 736 | დაამატა: admin | თარიღი: 26.10.2013

20 ქალბატონი (სახელმწიფო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების  წარმომადგენლები) შეიკრიბა „ქალთა პოლიტიკური ლიდერობის სკოლის" მეორე კურსის საგანმანათლებლო ტრენინგზე.

ტრენინგი კურორტ საირმეში ჩატარდა მონაწილეებისთვის საინტერესო თემებზე: ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა; კომუნიკაცია და მასმედიასთან ურთიერთობა; გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325; ქალი, მშვიდობა და უსაფრთხოება.

 

პროექტის „ქალთა ხმების გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში" ფარგლებში ტრენინგი საერთაშორისო დონის მწვრთნელებმა ჩაატარეს. სამდღიანი მუშაობა კი დასრულდა რეკომენდაციებისა და შემდგომი მოქმედების  გეგმის შემუშავებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქტიური ჩართვისთვის.

 

პროექტი  ხორციელდება  შვეიცარიის  საგარეო  საქმეთა

ფედერალური  დეპარტამენტის  მხარდაჭერით

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 787 | დაამატა: admin | თარიღი: 13.10.2013

ნატალია ნელიდოვამ და ინა აირაპეტიანმა (რუსეთსა და უკრაინაში მომუშავე ფსიქოლოგები) ფონდ „სოხუმში" პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისა და ფსიქოთერაპევტებისთვის ჩაატარეს ტრენინგი, რომელიც ეხებოდა არტ-თერაპიის მეთოდებისა და მეტაფორულ-ასოციაციური ბარათების გამოყენებას.

 

მონაწილეთა შთაბეჭდილებები:

„მეტაფორული (მხატვრული) ბარათების ფსიქოლოგიურ პრაქტიკაში გამოყენება სიახლეა  ჩემთვის, როგორც პრაქტიკოსი ფსიქოლოგისთვის და ძალიან მისაღებია".

„ძალიან მომეწონა ტრენინგის მუშაობის ფორმა, გახსნილობა, თავისუფლება. ასეთი შეხვედრები ჰაერივით აუცილებელია!"

„დიდი მადლობა ორგანიზატორებს, ფონდ „სოხუმს" ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაციისთვის"...

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 743 | დაამატა: admin | თარიღი: 14.09.2013



საზოგადოება საჭიროებს ინფორმაცის ოჯახში ძალადობის თემაზე, ძალადობის წინააღმდეგ არსებული მექანიზმების პრაქტიკული გამოყენებისა და სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების სოციალური თანამშრომლობის საკითხებზე. ეს კარგად გამოჩნდა ერთდღიან ტრენინგებზე, რომლებიც ორგანიზაცია "World Vision" დაფინანსებით  24, 25, 26 ივლისს  ფონდი „სოხუმის"  მიერ ჩატარდა დიდველას, დიმის, პირველი და მეორე ობჩას, სადგური სვირის და მეორე სვირის თემის წარმომადგენლებისათვის .

თვითმმართველობის ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, აქტიური ახალგაზრდების ჯგუფები ერთხმად აღნიშნავდნენ საკითხის აქტუალობას და მსგავსი ტრენინგების აუცილებლობას. ამას ამყარებდა  მათ მიერ მოხმობილი არაერთი მაგალითი  დრამატული ფინალით, რც, მონაწილეთა შეფასებით, პირველ რიგში, საზოგადოების, შემდეგ კი სახელმწიფოს პასუხისმგებლობს უსვამს ხაზს.

ტრენინგის დასასრულს ასეთი კომენტარები გაკეთდა:

„როგორც სკოლის დირექტორს, ძალიან მირდებოდა ინფორმაცი, რომელიც მივიღეთ"; „უკვე ვიცით, როგორ გამოვავლინოთ ძალადობა, როგორ დავეხმაროთ მსხვერპლს მდგომარეობიდან გამოსვლაში. ვეცდები, ჩემი ცოდნა მეგობრებს გავუზიარო"; „სოფლის რწმუნებულებს ხშირად გვიხდება ოჯახში ძალადობრივ კონფლიქტებში ჩარევა. მადლობელი ვართ იმისთვის, რომ სახელმწიფო რეგულაციებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების შესახებ მოგვაწოდეთ ინფორმაცია"; კიდევ ერთხელ დავინახეთ, რა რთულია ოჯახში ძალადობის პრობლემა, რამდენად კომპლექსური მიდგომა სჭირდება მის გადაწყვეტას, რამდენად მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენცია".

ტრენინგები ინტერაქტიურ რეჟიმში, ზოგჯერ - მწვავე დისკუსიების ფონზე მიმდინარეობდა. იყო თეორიული მასალაც, კონკრეტული ისტორიებიც და მათი გადაწყვეტის სტრატეგიის შემუშავებაც.

განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია ფონდიოხუმის" ახალგაზრდული ფორუმ- თეატრის წარმოდგენებმა. გამოიკვეთა  სასწავლო დაწესებულებებთან მათი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც.  

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 987 | დაამატა: admin | თარიღი: 26.07.2013

კონფლიქტის სახეები და ტიპები, პიროვნული ელემენტები, კომუნიკაცია როგორც  კონფლიქტის მართვის ინსტრუმენტი - ეს თემები განიხილეს ფონდისოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლის წევრებმა მორიგ ტრენინგზე, რომელიც ქობულეთში ჩატარდა.

ტრენინგის პირველი დღე საშინაო დავალების პრეზენტაციას მიეძღვნა. მონაწილეებმა გააანალიზეს კვლევა, რომელიც რეგიონებში ჩაატარეს ქალთა ლიდერობის თემაზე. დისკუსიისას  გულწრფელად ისაუბრეს შეცდომებზე, პრობლემებზე, შედეგებზე.

არანაკლებ საინტერესო იყო ტრენინგის მომდევნო დღეები .მონაწილეებისთვის კონფლიქტის პიროვნული ელემენტების გარჩევა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მიაჩნიათ, რომ საკუთარ თავს ამ კუთხით პირველად შეხედეს, შეისწავლეს და ბევრი ახალი აღმოაჩინეს.

- კონფლიქტის მართვა ეფექტური კომუნიკაციის გარეშე შეუძლებელია. თუ გვინდა ურთიერთობის დალაგება-მოწესრიგება, უნდა ვიცოდეთ კომუნიკაციის ელემენტები, - აღნიშნავდნენ ტრენინგის მონაწილეები. მათი თქმით, ტრენინგზე მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები ყოველ ნაბიჯზე გამოადგებათ

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 859 | დაამატა: admin | თარიღი: 24.07.2013

« 1 2 3 4 5 6 ... 14 15 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0