კვირა, 24.11.2024, 01:57
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ტრენინგ-სემინარები

თებერვალ-მარტში  ფონდმა „სოხუმმა“ ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთსა და ზუგდიდის რაიონ სოფელ ხურჩაში ლიდერ გოგონათა სკოლის 6 შესარჩევი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 16-დან 30 წლამდე 90 დევნილმა გოგომ.

ფონდის ხელმძღვანელობამ კონკურსის საფუძველზე, გოგონების მიერ შევსებული ანკეტების, პროექტის ასისტენტებისა და მწვრთნელთა რეკომენდაციების გათვალისწინებით  შეარჩია ლიდერ გოგონათა სკოლის 24 წევრი: ოთხ-ოთხი დასავლეთ საქართველოს თითოეული ქალაქიდან. შერჩეულთა შორის 10 მოსწავლეა, 9 - სკოლადამთავრებული, 5 - სტუდენტი.

2-4 მაისს, ქუთაისში, ლიდერ გოგონათა სკოლის პირველი კურსის პირველი ტრენინგი ჩატარდება.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 762 | დაამატა: admin | თარიღი: 15.04.2014

 

 


 

საკრებულომ კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ „სოხუმს“ და მასთან არსებულ ლიდერ გოგონათა სკოლას უმასპინძლა. 

ლიდერ გოგონათა სკოლა მეხუთე წელია, არსებობს და მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოს 6 ქალაქში ჩასახლებული დევნილი გოგოების გააქტიურებას სამშვიდობო პროცესში.
სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ დემოკრატიის კურსის პირველი ტრენინგი „ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ინსტრუმენტი“.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან კირკიტაძემ, საკრებულოს წევრებმა: მერაბ მეშველიანმა და გიორგი შავგულიძემ გოგონებს დეტალურად გააცნეს საკრებულოს საქმიანობა, კომიტეტების მუშაობა, არსებული კომისიების სტრუქტურა, შემდეგ კი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას დახმარებით მცირე ექსკურსია ჩაუტარეს მერიის შენობაში.

საკრებულოს თავმჯომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს ერთი თვით მერიაში და საკრებულოში სტაჟირების გავლა შესთავაზა, აგრეთვე თითოეულ მათგანს საჩუქრად წიგნები გადასცა.

ასეთი შინაარსის ინფორმაცია დაიდო ქუთაისის საკრებულოს მთავარ გვერდზე.

საკრებულოში დაწყებული სტუმრობა ფონდ «სოხუმში» კულტურული ღონისძიებით დაგვირგვინდა - გოგონები ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობებს შეხვდნენ.

არანაკლებ საინტერესო იყო მომდევნო დღის პროგრამები. პოლიტიკური პარტიების სტრუქტურაზე და როლზე  საკრებულოს წევრმა გიორგი შავგულიძემ ისაუბრა. 

ტრენინგის მომდევნო ბლოკი მერაბ მეშველიანმა (საკრებულოს წევრმა) გააგრძელა არჩევნებზე და  საარჩევნო უფლებებზე საუბრით.

იურისტმა თამარ ფაჩულიამ მონაწილეებს გააცნო ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.

მესამე დღე საკრებულოს წევრ მამუკა მღვდელაძესთან ერთად კი მთლიანად დაეთმო ქართულ პოლიტიკაში ქალის როლსა და საარჩევნო პროცესში მონაწილეობის პრაქტიკული ნაბიჯების განხილვას.

თეორიულ ნაწილს ახლდა ინტერაქტიული და როლური სავარჯიშოები. დისკუსიებში მთელი ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული.

მონაწილეების აზრით,  ყველა დღე პროდუქტიული და მნიშვნელოვანი იყო:

- ჩვენს ასაკში ბევრს არა აქვს საშუალება, გაეცნოს საკრებულოს და მერიის შიდა სამზარეულოს.  ადგილობრივ ხელისუფლებაში მიგვიღეს როგორც კოლეგები. 

- მივდივართ ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაციით დატვირთულები. პოლიტიკა ჩვენთვის უფრო საინტერესო გახდა.

ლიდერთა სკოლის დემოკრატიის კურსი დასრულდა, მიღებული გამოცდილება უსათუოდ ჰპოვებს პოზიტიურ გამოძახილს მათ მომავალ საქმიანობაში. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 857 | დაამატა: admin | თარიღი: 13.04.2014

ლიდერ გოგონათა სკოლის შესარჩევი ტრენინგები დამთავრდა.

ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ფოთში, ხურჩასა და სენაკში 90-მა დევნილმა გოგონამ მიიღო მონაწილეობა და გამოავლინა თავისი შესაძლებლობები.

მარტის ბოლოს, მონაწილეთა მოტივაციისა და მწვრთნელთა რეკომენდაციების გათვალისწინებით კომისილიდერთა სკოლა 24 მონაწილით დაკომპლექტებ. თითო ქალაქიდან ოთხი აქტიური მონაწილე შეირჩევა, დანარჩენები სარეზერვო ჯგუფში მოხვდებიან და ფონდი „სოხუმის" სხვადასხვა ღონისძიებაში ჩაერთვებიან.

შესარჩევი ტრენინგები იძლევა იმის საფუძველს, რომ ლიდერ გოგონათა სკოლის ახალი შემადგენლობაც ისეთივე აქტიური, კრეატიული და მოტივირებული იქნება, როგორც გასულ წლებში.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 804 | დაამატა: admin | თარიღი: 10.03.2014

ფონდისოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლა მორიგი, ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. პირველი შესარჩევი ტრენინგი ხონში ჩატარდა, მეორე - ხურჩაში, მესამე კი - წყალტუბოში.

- ქალთა ლიდერობა, კომუნიკაცია, კონფლიქტის არსი - ერთდღიანი პროგრამა ამ თემების განხილვას გულისხმობდა.

მონაწილეთა შეფასებები ასეთი იყო:

 - მოვედი იმ მოტივით, რომ მაქსიმალურად გამოვავლინო საკუთარი შესაძლებლობები და გავხდე ლიდერ გოგონათა სკოლის წევრი. ტრენერებმა ამისთვის ყველაფერი გააკეთეს.

- მივიღე ბევრი ახალი, საჭირო ინფორმაცია, საკუთარ თავს სულ სხვა კუთხით შევხედე და შევაფასე.

ტრენერთა აზრით, საკმაოდ ძლიერი კონტინგენტი შეიკრიბა, დისკუსიებმა, ჯგუფურმა თუ ინდივიდუალურმა სავარჯიშოებმა კარგად წარმოაჩინა მათი შესაძლებლობები. მონაწილეებიდან ოთხი მოხვდება ლიდერთა სკოლაში დანარჩენები ფონდისოხუმის" სხვადასხვა ღონისძიებაში ჩაერთვებიან.

შესარჩევი ტრენინგები სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 741 | დაამატა: admin | თარიღი: 21.02.2014

-ადრე ასე სერიოზულად არ დავფიქრებულვარ გენდერის თემაზე, ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩავიხედე ამ საკითხის სიღრმეებში.

- გენდერული დისბალანსი პრობლემად არ მიმაჩნდა. აქ ისე წარმოადგინეს ეს საკითხი, რომ დავინახე პრობლემის მოგვარების რეალური გზები.

- ფაქტობრივად, დავსახეთ კონკრეტული ამოცანები და შევიმუშავეთ სტრატეგიული გეგმა ჩვენს რეგიონებში გენდერული პოლიტიკის გასატარებლად.

-ტრენინგზე გაწეული მუშაობა ქაღალდზე არ დარჩება - ვეცდებით, ეფექტურად განვახორციელოთ დაგეგმილი იდეები.

 

ასეთი მოსაზრებები გამოითქვა ტრენინგზე, რომელიც გაიმართა ბორჯომში სამი ქალაქის (ქუთაისი, სენაკი, ოზურგეთი) საკრებულოს წევრებისთვის, რომლებიც გენდერული საკონსულტაციო  საბჭოების შემადგენლობაში არიან.

ტრენინგის თემა იყო: თვითმმართველი რეგიონული სტრუქტურები და გენდერული თანასწორობა.

ტრენინგზე მონაწილეთა აქტიურმა ჩართულობამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მათი მოტივაცია - შეცვალონ გენდერული პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 961 | დაამატა: admin | თარიღი: 02.02.2014

ბათუმის საკონსულტაციო საბჭოს წევრებისა და აქტივისტებისათვის ჩატარდა ტრენინგი აქტუალურ თემებზე: თვითმმართველობა და გენდერი, გენდერული ბიუჯეტირება, ქალთა საჭიროებების შესწავლის თეორია, პროექტირება.

აქტიური მუშაობის პროცესში გამოიკვეთა მიმართულებები და სოციალური ჯგუფები, რომლებისკენაც მიმართავს საბჭო თავის ძალისხმევას პირველ ეტაპზე.

ტრენინგის მონაწილეებს მიესალმა და ფონდ „სოხუმს" სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ქალაქ ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ. მისი სიტყვებით, ქალაქ ბათუმის მერია,  როგორც აღმასრულებელი ორგანო, საკრებულოსთან ერთად, მზადაა საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის: „მე ვხედავ აქ ქალაქისთვის პატივსაცემ ადამიანებს, რომლებიც ფონდმა „სოხუმმა" შემოიკრიბა თავის ირგვლივ და დარწმუნებული ვარ, ეს ერთობა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის საწინდარია".

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 845 | დაამატა: admin | თარიღი: 26.01.2014

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში თავისი ინიციატივით ჩაატარა ტრენინგი ახალგაზრდებისათვის ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის საკითხებზე.

ახალგაზრდებმა ჩამოაყალიბეს მათთვის აქტუალური პრობლემები. საკრებულოს წარმომადგენელმა ბაჩანა ბასილაიამ კი მათ განუმარტა, რა შესაძლებლობები გააჩნია საკრებულოს ამ პრობლემების მოგვარებისთვის, როგორ შეიძლება პროექტებზე მუშაობა და თანამშრომლობა. 

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 924 | დაამატა: admin | თარიღი: 02.12.2013

« 1 2 3 4 5 ... 14 15 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 28
სტუმარი: 28
მომხმარებელი: 0