პარასკევი, 29.03.2024, 14:12
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ტრენინგ-სემინარები

23 - 25 ივლისს, ქობულეთში, სასტუმრო Green house-ში ფონდმა "სოხუმმა" ჩაატარა სამდღიანი ტრენინგი თემაზე - ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება პოლიტიკაში რეგიონულ დონეზე.

ტრენინგს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის (ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ხობი, წყალტუბო, ზუგდიდი, ბათუმი, ხონი) საკრებულოს დეპუტატი ქალები და ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები ესწრებოდნენ.

პირველ დღეს ფონდი "სოხუმის" მწვრთნელებმა მონაწილეებს გააცნეს მდგომარეობა საქართველოში გენდერული თანასწორობის მიხედვით. გაიმართა მსჯელობა ლიდერობაზე, ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

მეორე დღეს ტრენინგს საქართველოს ახალგაზრდრა იურისტთა ასოციაციის  ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ნინო თვალთვაძე უძღვებოდა.

მისი ბლოკის თემა იყო - ადგილობრივი თვითმმართველობა - ევროპული ქარტია, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტი.

მესამე დღეს ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა ეკა ფხაკაძემ მასმედიასთან მუშაობის პრინციპები გააცნო ქალბატონებს - თუ როგორ მივიპყროთ მასმედიის ყურადღება, რა უნდა ვიცოდეთ  ინტერვიუს მიცემის დროს...

ტრენინგის ოცივეე მონაწილემ აღნიშნა, რომ სამდღიანი მუშაობა იყო ნაყოფიერი და  მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკულ საქმიანობაში.
 
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1154 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.07.2010

ბორჯომში სასტუმრო „ბორჯომის ხეობაში"  ფონდი „სოხუმის" თანამშრომლებისათვის  ჩატარდა ტრენინგი თემაზე - სტრატეგიული დაგეგმარება.

 მონაწილეები სამი დღის განმავლობაში მუშაობდნენ დაგეგმარების ფორმატზე, სტრატეგიის საერთო მიმართულებებზე, გარემოს სიტუაციურ ანალიზზე. დასასრულს,  საკმაოდ საინტერესო ნაშრომი გამოვიდა.

განისაზღვრა ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები,  გაკეთდა სვოტ ანალიზი, განისაზღვრა მთავარი სტრატეგიული მიზნები.

მონაწილეები ტრენინგს პროდუქტიულს უწოდებენ:

- ძალიან საინტერესო გამოდგა სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებზე მუშაობა. დავფიქრდით ორგანიზაციის სუსტ და ძლიერ მხარეებზე. გაჩნდა მოთხოვნილება, ვიმუშაოთ სუსტი მხარეების ძლიერად გარდასაქმნელად.

- სტრატეგიული დაგეგმარება მნიშვნელოვანია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის. წინასწარ გაქვს გათვლილი მოსალოდნელი საფრთხეები, რისკები, რაც ხელს უწყობს მუშაობის ეფექტურობას.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1567 | დაამატა: admin | თარიღი: 20.06.2010

ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლამ, საკუთარი ისტორიის პირველი ფურცელი შეავსო.

პირველ დღეს ჩატარებულ მრგვალი მაგიდის შეხვედრას ორდღიანი ტრენინგი მოჰყვა, რომლის თემა იყო ქალთა ლიდერობა. 24 აქტიური  გოგონა მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. ჯგუფური მუშაობებით, სხვადასხვა სახის როლური თამაშებით, დისკუსიებით, პრეზენტაციებით ტრენინგის ყველა მონაწილეს საკუთარი პოზიციების და შეხედულებების დაფიქსირების საშუალება მიეცა.

ტრენერის შეფასებით,  საინტერესო ჯგუფი შეიკრიბა.

„კარგად გამოჩნდა, რომ მათ აქვთ საღი ამბიცია გახდნენ ლიდერები, მაგრამ ამავე დროს უნდა გააცნობიერონ, რომ ყველაფერი არ არის მატივი და ადვილი. ლიდერთა სკოლა მისცემს მათ შესაძლებლობას საკუთარი პოტენციალი სწორი მიმართულებით აამოქმედონ."

კმაყოფილებას ვერ მალავდნენ მონაწილეებიც. ტრენინგიდან მათ ბევრი რამ წაიღეს:

შეიძინეს მეგობრები სხვადასხვა ქალაქებიდან და გაეცნენ მათ შეხედულებებს, ისწავლეს ერთმანეთის მოსმენა და სხვისი აზრის შეფასება, გაეცნენ გუნდური მუშაობის წესებს.

 

ტრენინგის დასასრულს ლიდერთა სკოლის წევრებმა პირველი დავალებაც მიიღეს, უნდა ჩაატარონ რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევები თავიანთ ქალაქებში. დავალება ივლისის ბოლოს უნდა წარმოადგინონ.

 

 პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1089 | დაამატა: admin | თარიღი: 13.06.2010

 

ფონდ „სოხუმში" სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე, „ქალთა მიმართ გენდერული ძალადობა და მედია", რომელსაც ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტიკისა და ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. ტრენინგზე განიხილებოდა შემდეგი საკითხები: ჟურნალისტური ეთიკა, ქართული მედია, გენდერი და ძალადობა, მსხვერპლთან მუშაობის პრაქტიკული ჩვევები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ ჩატარდა კონკურსი თემაზე „გზის გაგრძელება...".

ნამუშევრებში კარგად ჩანს ავტორთა დამოკიდებულება პრობლემისადმი, ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას დაამსხვრიონ სტერეოტიპები და უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ მის აღსაკვეთად.

პირველი-მესამე ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით. მონაწილეებს შორის გამოვლინდნენ ასევე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებიც.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1112 | დაამატა: admin | თარიღი: 01.06.2010

ტრენინგის (ვორკშოპის) ჩატარების მეთოდიკა, კავშირი  ჯგუფთან და თემასთან, კომუნიკაცია აუდიტორიასთან - ამ და სხვა საკითხებზე საინტერესო მუშაობა წარიმართა  ფონდი „სოხუმის" ტრენერებთან. ტრენინგს უძღვებოდა გერმანიის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი, პროფესორი, ეთნოკონფლიქტოლოგი მარინა გრასე.

- სამდღიანმა მუშაობამ ბევრი რამ დამანახა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ტრენინგის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად გამოიყენებს ტრენერი იმ კონსტრუქციას, რომელიც გულისხმობს ტრენერის კავშირს აუდიტორიასთან დ განსახილველ თემასთან.  

- ძალიან ბევრი რამ იმ მიდგომებიდან, რომელიც ჰქონდა ტრენერს, ჩვენთვისაც პირველადი და ძირითადია: ნდობის ატმოსფეროს შექმნა ჯგუფში, ფსიქოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საკუთარი პიროვნების ფასეულობის აღქმა - მონაწილეთა მხრიდან. 

-ასეთი იყო მონაწილეთა შეფასება, 

- ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის არა მხოლოდ საკითხზე, ადამიანებზე(ქალებზე) მუშაობა. მათ აქვთ გამოცდილება, ჩვენ ვახდენთ მათზე გავლენას, ეს გავლენა უკავშირდება ცვლილებას, ცვლილებას უკეთესობისკენ,- ეს უკვე შედეგია -  მარინა გრასესგან მიღებულ რეკომენდაციას თითოეული ტრენერი საკუთარ საქმიანობაში დანერგავს.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1036 | დაამატა: admin | თარიღი: 28.05.2010

„ყველა მდინარეს აქვს მშვიდი და ბობოქარი ნაპირი, ამიტომ გაღმა ნაპირზე გასვლას თუ დააპირებ, სწორედ ეს მშვიდი ადგილი უნდა მოძებნო", - ეს სიტყვები ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებულ ტრენინგზე ითქვა, როდესაც ერთ-ერთი სავარჯიშოს დროს კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსავალს ეძებდნენ.

ფონდი „სოხუმის" ტრენერთა ჯგუფი სამი დღის განმავლობაში მუშაობდა ისეთ თემებზე,  როგორიცაა ქალისა და მამაკაცის ფუნქციათა გადანაწილება ოჯახში, დიდი ოჯახის პოზიტიური და ნეგატიური მხარეები, გენდერული თანასწორობა საზოგადოებაში, ოჯახური კონფლიქტები როგორც ძალადობის საფუძველი...

მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა ჯგუფი 13-14 წლის მოზარდებისაგან შედგებოდა, ისინი კარგად ჩაწვდნენ მსხვერპლისა და მოძალადის ფსიქოლოგიას, დიდი ინტერესით მოისმინეს ძალადობის პრობლემის იურიდიული ასპექტები. ერთად იფიქრეს გამოსავალზე და ძალადობის პრობლემის მოგვარების მექანიზმებზე.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1150 | დაამატა: admin | თარიღი: 15.05.2010

თბილისში, პირველები ბოლნისელები ახალგაზრდები ჩამოვიდნენ... მოგვიანებით მათ  ბაქოდან ( აზერბაიჯანი) და  გიუმრიდან  (სომხეთი) ჩამოსული ახალგაზრდების ჯგუფი შეუერთდა.

დელეგაცია საღამოს რეისზე, ქუთაისისკენ მიმავალი ავტობუსით გამოემგზავრა  საერთაშორისო ახალგაზრდულ ტრენინგზე დასასწრებად, რომელიც ფონდი „სოხუმის" ორგანიზებით 30 აპრილიდან ორ მაისამდე ჩატარდა.

ტრენინგის თემა იყო: „ახალგაზრდების როლი კონფლიქტის არაძალადობრივ გადაჭრაში - გზების ძიება და ახალი მიდგომების შემუშავება".

ტრენერები: ალლა გამახარია(ქუთისი), ვაფა სალეხოვა (ბაქო) და სუსანა კაზარიანი (გიუმრი). უნდა აღინიშნოს, რომ ტრენინგზე ძალიან მეგობრული ატმოსფერო სუფევდა. ახალგაზრდები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან (ბოლნისი, ქუთაისი), შეიკრიბნენ იმისათვის, რათა  კიდევ ერთხელ, საერთო ძალისხმევით მოეძებნათ გზა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად.

ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებმა შეიმუშავეს საერთო მიდგომები სამშვიდობო პროცესების განვითარებისათვის  სხვადასხვა მიმართულებით:

- განათლება

- დიალოგი

- კულტურა

- ინფორმირებულობის გაზრდა

- კონტაქტების აღდგენა ინტერნეტით

- საერთაშორისო ურთიერთობები

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1195 | დაამატა: admin | თარიღი: 02.05.2010

« 1 2 ... 11 12 13 14 15 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0