ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:05
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ივნისი » 13 » ლიდერ გოგონათა სკოლამ მუშაობა დაიწყო
01:12
ლიდერ გოგონათა სკოლამ მუშაობა დაიწყო

ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლამ, საკუთარი ისტორიის პირველი ფურცელი შეავსო.

პირველ დღეს ჩატარებულ მრგვალი მაგიდის შეხვედრას ორდღიანი ტრენინგი მოჰყვა, რომლის თემა იყო ქალთა ლიდერობა. 24 აქტიური  გოგონა მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. ჯგუფური მუშაობებით, სხვადასხვა სახის როლური თამაშებით, დისკუსიებით, პრეზენტაციებით ტრენინგის ყველა მონაწილეს საკუთარი პოზიციების და შეხედულებების დაფიქსირების საშუალება მიეცა.

ტრენერის შეფასებით,  საინტერესო ჯგუფი შეიკრიბა.

„კარგად გამოჩნდა, რომ მათ აქვთ საღი ამბიცია გახდნენ ლიდერები, მაგრამ ამავე დროს უნდა გააცნობიერონ, რომ ყველაფერი არ არის მატივი და ადვილი. ლიდერთა სკოლა მისცემს მათ შესაძლებლობას საკუთარი პოტენციალი სწორი მიმართულებით აამოქმედონ."

კმაყოფილებას ვერ მალავდნენ მონაწილეებიც. ტრენინგიდან მათ ბევრი რამ წაიღეს:

შეიძინეს მეგობრები სხვადასხვა ქალაქებიდან და გაეცნენ მათ შეხედულებებს, ისწავლეს ერთმანეთის მოსმენა და სხვისი აზრის შეფასება, გაეცნენ გუნდური მუშაობის წესებს.

 

ტრენინგის დასასრულს ლიდერთა სკოლის წევრებმა პირველი დავალებაც მიიღეს, უნდა ჩაატარონ რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევები თავიანთ ქალაქებში. დავალება ივლისის ბოლოს უნდა წარმოადგინონ.

 

 პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1110 | დაამატა: admin | ტეგები: KTK | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 55
სტუმარი: 55
მომხმარებელი: 0