პარასკევი, 26.04.2024, 12:05
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ტრენინგ-სემინარები

29-31 ოქტომბერს ბათუმში ლიდერთა სკოლის მორიგი ტრენინგი გაიმართა. პირველი დღე საშინაო დავალების განხილვას მიეძღვნა. როგორ ჩატარდა ვორკშოპები, რა პრობლემებს წააწყდნენ, რა გამოიკვეთა, რას მიაღწიეს - ამ შეკითხვების ირგვლივ გოგონებმა გულახდილად ისაუბრეს.

კომუნიკაციის  სახეები, კამპანიის დაგეგმვა, შიდა და გარე სტრატეგიები, ლიდერი ქალის პროფესიული იმიჯი, საქმიანი წერილები, სატელეფონო ზარები, მრგვალი მაგიდის დაგეგმვა - ტრენინგის თემატიკა მონაწილეებისთვის ახალი იყო, რამაც განაპირობა მისი საინტერესოდ წარმართვა.

- მოვისმინეთ ახალი თემები. გავეცანით კამპანიის დაგეგმვის  მეთოდებს. რომელიც შემდეგ პრაქტიკულად განვახორციელეთ, ყველა ჯგუფს საინტერესო იდეა ჰქონდა.

- ბევრი რამ წამიკითხავს ლიდერი ქალის იმიჯზე, მაგრამ ის, რაც ტრენინგზე მოვისმინე ბევრად მნიშვნელოვანი იყო. რამდენი რამე არ გვცოდნია.

- ჩემთვის საინტერესო იყო იმ მეთოდოლოგიის გაცნობა, რომელიც მრგვალი მაგიდის ჩატარებას ეხებოდა, რადგან ტრენინგის შემდეგ ჩვენი საშინაო დავალება სწორედ მრგვალი მაგიდის ჩატარებას გულისხმობს.

ტრენინგზე ყველა მონაწილეს ჰქონდა დისკუსიაში ჩართვის, საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1042 | დაამატა: admin | თარიღი: 31.10.2010

პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია იგპ ქალთა მობილიზაცია და მათი ადგილობრივ თემში ინტეგრაცია იმერეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების გენდერული პოლიტიკის მონიტორინგის გზით, ჩატარდა ორდღიანი ტრენინგები ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში.

თითოეულ რეგიონში შერჩეულ იქნა 15 აქტიური ქალი.

ტრენინგზე განიხილებოდა შემდეგი თემები: აქტივიზმი, მოხალისეობა, კომუნიკაცია...

ტრენინგის მეორე დღე ითვალისწინებდა შემდეგ საკითხებს: ადვოკაცია, საკითხის შერჩევა, სტრატეგიის შემუშავება, მიზნები, ტაქტიკა, ხელისუფლებასთან დაკავშირება. რის შემდეგაც მონაწილეთა მიერ შემუშავებულ იქნა სამოქმედო გეგმის კონკრეტული ნიმუშები:

- ხონის №4 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, ქუთაისში იგპ-თა კომპაქტური ჩასახლების ცენტრებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, წყალტუბოში შიდა საქალაქო სატრანსპორტო საშუალებების გამოყოფა.

სამივე სამოქმედო გეგმა შერჩეულ იქნა პრიორიტეტების გათვალისწინებით. სამივე საკითხი გადაწყვეტადია, რაც ლობირებული უნდა იქნეს ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის ადგილობრივ თვითმმართველობებთან.   

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 984 | დაამატა: admin | თარიღი: 28.10.2010

პროექტის „მოძრავი სადისკუსიო კლუბებიმომავალი ჟურალისტების როლი დევნილი ახალგაზრდების ინტეგრაციის პროცესში" ფარგლებში 23, 24, 28 და 29 სექტემბერს ფონდ „სოხუმში" ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ოთხდღიანი ტრენინგი ჩატარდა თემებზე:

1. ჟურნალისტის თვალით დანახული პრობლემა (დევნილთა ინტეგრაცია და ჟურნალისტის როლი);

2. ინდივიდუალური და კოლექტიური რესპონდენტები; ინტერვიუს აღების ხერხები;

3. დებატების წარმართვის ხელოვნება;

4. ინტეგრაციის პრობლემის გაშლა სხვადასხვა ჟანრში. წერის ხელოვნება.

ტრენინგში 12 სტუდენტმა (გოგონები და ვაჟები) მიიღო მონაწილეობა.

პროექტის მიზანია, დაეხმაროს დევნილ ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციაში; მედიისთვის დევნილთა ინტეგრაციის თემა გახადოს პოპულარული და ახლობელი.

პროექტის პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. მომდევნო ეტაპზე ახალგაზრდა ჯურნალისტენი სხვადასხვა ქალაქში ჩავლენ, დევნილ ახალგაზრდებს შეხვდებიან და მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე იმსჯელებენ.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 932 | დაამატა: admin | თარიღი: 29.09.2010

"ამ დღეებმა ჩვენი უფერული ცხოვრება გაალმაზა, ასე თავისუფლად თავი კარგა ხანია არ მიგრძვნია”, "ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა ოჯახური კონფლიქტი, ასე ღიად და თავისუფლად ჯერ არ მისაუბრია”, "კიდევ როდის მოხვალთ?”- ამ სიტყვებით გამოგვაცილეს ორდღიანი ტრენინგების შემდეგ ხურჩიდან. 
 ტრენერთა ჯგუფი ორი დღე მუშაობდა ისეთ თემებზე როგორიცაა: ოჯახური კონფლიქტები, გენდერული თანასწორობა ოჯახში, მსხვერპლისა და მოძალადის ფსიქოლოგია. ორი დღის მუშაობა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა მონაწილეთათვისაც და ფონდი "სოხუმის” წარმომადგენლებისთვისაც.

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1237 | დაამატა: admin | თარიღი: 28.09.2010

ორგანიზაცია Kvinna till Kvinna-ს მიერ მოწვეულმა კონსულტანტმა ალბინა შუისკაიამ, ფონდი  „სოხუმის" თანამშრომლებისათვის  17-18 სექტემბერს ორდღიანი სემინარი ჩაატარა თემაზე - პროექტების დაგეგმვა და მართვა. მსგავს ტრენინგებს იგი იმ 22 ორგანიზაციაში მართავს, რომლებიც Kvinna till Kvinna-ს ქსელის წევრები არიან.

 - გლობალური მიზნების განსაზღვრა, უშუალო ამოცანა, პროექტის მუშაობა და რეზულტატები, პროექტის სხვადასხვა ეტაპების ინდიკატორებისა და კონტროლის მექანიზმების შერჩევა - მწვრთნელი შეეცადა მონაწილეებთან ერთად სწორედ ამ ელემენტების გათვალისწინებით პროექტის ლოგიკური სქემა შეექმნა.

ფონდი „სოხუმის"  თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო, რადგან პროექტის შექმნის ლოგიკური სქემა, რომელიც ორი დღის განმავლობაში მათი მონაწილეობით განიხილებოდა, პირდაპირ კავშირშია მომავალ საქმიანობასთან, რაც სხვადასხვა  ღონისძიებების დაგეგმვას და  ანგარიშების მომზადებას გულისხმობს.
 
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1240 | დაამატა: admin | თარიღი: 18.09.2010

ფონდ „სოხუმში" ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ. სამდღიანი ტრენინგის თემა იყო - ლიდერობა და კონფლიქტი. ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის ეს უკვე მეორე ტრენინგია. პირველი დღე საშინაო დავალების განხილვას მიეძღვნა. დავალება ასეთი იყო: მონაწილეებს ერთი თვის განმავლობაში უნდა ჩაეტარებინათ ორი სახის კვლევა თავიანთ ქალაქებში: რაოდენობრივი (ანკეტირება ახალგაზრდებთან) და თვისობრი (ხუთი ჩაღრმავებული ინტერვიუ ლიდერ ქალებთან).

მონაწილეები ჯგუფური მუშაობით შეეცადნენ გაეკეთებინათ სიტუაციური ანალიზი რა მდგომარეობაა საკუთარ ქალაქებში ქალთა ლიდერობის თვალსაზრისით, რა აზრის არიან ახალგაზრდები ამ საკითხების მიმართ.

სოციალური კონფლიქტები, კონფლიქტის პიროვნული ელემენტები, დინამიკა, მართვა, კონფლიქტის ანალიზი - გოგონები დანარჩენი ორი დღე ამ მიმართულებით მუშაობდნენ. ტრენინგზე გამოყენებული იყო ჯგუფური სავარჯიშოები, როლური თამაშები.

 მონაწილეები თვლიან, რომ ტრენინგებმა მათში ბევრი რამ შეცვალა:

- ჩემი ახლობლები ამჩნევენ, რომ შევიცვალე, უფრო თამამი და დამოუკიდებელი გავხდი.

- როცა ბევრი პრობლემები მაქვს, ჩემს თავს ვეუბნები: შენ უნდა შეძლო პრობლემების მოგვარება - შენ ეს შეგიძლია.

ტრენინგის დასასრულს ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა მომდევნო დავალება მიიღეს, თითოეულმა მათგანმა თითო ვორკშოპი უნდა ჩაატაროს თავის ქალაქში, თემაზე: ლიდერობა და კონფლიქტი.
 
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1243 | დაამატა: moderatori | თარიღი: 01.09.2010

ტრენინგი კონფლიქტოლოგიაში ვანში, ტურბაზა „არგოში" ჩასახლებულ დევნილებთან მოეწყო.

ქალთა ლიდერობა, გუნდის შექმნა, კონფლიქტის ტიპები, მოლაპარაკებები - ეს თემები მონაწილეებმა აქტიურად განიხილეს.

ელისო გიორბელიძე თვლის, რომ საგანმანათლებლო ტრენინგები შეცვლის საზოგადოების ცნობიერებას და მათ სამშვიდობოდ განაწყობს. სამშვიდობო პროცესებში ყველა თაობის აქტიური ჩართვაა აუცილებელი.

ტრენინგის მონაწილე ზოია შარაშენიძე თვლის, რომ მსგავსი ტრენინგები აუცილებელია დევნილებთან, რათა ქალთა ლიდერობა, კონფლიქტის დარეგულირება, მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკა პრაქტიკულად გამოიყენონ.
 
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1081 | დაამატა: moderatori | თარიღი: 21.08.2010

« 1 2 ... 10 11 12 13 14 15 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0