მთავარი »
2015 » თებერვალი » 11 » ვორკშოპი ახალგაზრდებთან
23:25 ვორკშოპი ახალგაზრდებთან |
|
- როგორ იწყება და ვითარდება ოჯახური კონფლიქტები, რა კავშირშია მისი ნეგატიური შედეგები ძალადობასთან, რამდენად შესაძლებელია კონფლიქტების მართვა - ამ საკითხებზე იმსჯელეს ახალგაზრდებმა ქუთაისში, წყალტუბოსა და ხონში გამართულ ვორკშოპზე.
განსაკუთრებით საინტერესო დებატების ფონზე გაიმართა ვორკშოპი ხონის მესამე საჯარო სკოლაში. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საკითხმა, როგორ უნდა განაწილდეს ქალისა და მამაკაცის ფუნქციები ოჯახში, რომ რომელიმე სქესის დისკრიმინაცია არ მივიღოთ შედეგად და კონფლიქტები არ განვითარდეს.
ახალგაზრდების მოსაზრებით, ამ თემაზე დისკუსიები ხელს შეუწყობს მოზარდების სწორ აღზრდას და საზოგადოებაში არაძალადობრივი კულტურის დანერგვას.
მონაწილეებს შორის გამოიკვეთა რამდენიმე აქტიური ახალგაზრდა, რომლებიც ახალგაზრდული კლუბის მუშაობაში ჩაერთვებიან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
კატეგორია: ვორკშოპები |
ნანახია: 846 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |