8-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით ქუთაისში, ხონსა და ფოთში ფონდი „სოხუმის" ლიდერთა სკოლის გოგონებმა შვიდი ვორკშოპი ჩაატარეს თემაზე - „ლიდერობა და კონფლიქტი".
შეხვედრის მონაწილე გოგონებმა აქტიურად იმსჯელეს აღნიშნული საკითხების ირგვლივ. დაფიქრდნენ თავიანთ ლიდერულ თვისებებზე, შესაძლებელობებზე, რა უნდა გააკეთონ კონფლიქტურ სიტუაციებში საკუთარი ემოციებისა და გრძნობების სამართავად.
მათი მოსაზრებით, ლიდერს საკუთარი თავის ხელში აყვანა და გრძნობების, ემოციების მართვა უნდა შეეძლოს. ის არ შეიძლება იმპულსური, გაუწონასწორებელი იყოს გადაწყვეტილების მიღებისას.