ბათუმში, ტელევიზია „მე-4 არხის“ ეთერში გავიდა ტელესიუჟეტი, რომელმაც ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ინიცირებულ საზოგადოებრივ დისკუსიას მიეძღვნა: სკოლამდელი განათლების სერვისი - როგორც თვითმმართველობის გენდერული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი; რა მდგომარეობაა ამ კუთხით ბათუმში; რა პრობლემების წინაშე დგას თვითმმართველობა, ბაღების პერსონალი, მშობლები; რა შეიძლება იყოს სახელმწიფო საბავშვო ბაღების არასაკმარისი რაოდენობის ალტერნატივა.
მწვავე დისკუსიების პარალელურად გაჟღერდა არაერთი წინადადება: საბავშვო ბაღების თანამშრომლებისათვის კვალიფიკაციის გაზრდის ხელშეწყობა და შრომის ანაზღაურების გაზრდის საკითხი; აღსაზრდელთა პროფილაქტიკური გასინჯვების აუცილებლობა, როგორც ბევრი საშიში დაავადების პრევენციის გარანტია; ფსიქოლოგებისა და სპეცმასწავლებლების შტატების აუცილებლობისა და მშობელთა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების სოციალური თანამშრომლობის სისტემის დანერგვა.
პროექტიხორციელდებააშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გავიდა გადაცემა, რომელმაც ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ერთწლიანი საქმიანობა შეაჯამა. გადაცემაში მონაწილეობდნენ ქუთაისის საბჭოს წევრები და პროექტის ასისტენტები. განხორციელდა „ტელეხიდები“,სატელეფონო ჩართვები სენაკსა და ოზურგეთთან. სამივე ქალაქის საკონსულტაციო საბჭოს წევრებს საშუალება ჰქონდათ, შეეჯამებინათ გავლილი წელი, ესაუბრათ მიღწეულ შედეგებზე:
„გენდერული საკონსულტაციო საბჭო გახდა ინფორმაციის გამტარი საზოგადოებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის“;
„ჩატარებულმა კვლევებმა საშუალება მოგვცა, ბევრი, დღემდე მიჩქმალური პრობლემა გამოგვეტანა სააშკარაოზე“;
„სასიხარულოა, რომ ბევრი საკითხი, რომელიც დადგა საბჭოს დღის წესრიგში, ასახვას პოულობს ახალ საბიუჯეტო პროექტებში, ესე იგი - ტყუილად არ დახარჯულა ამდენი ძალისხმევა“;
„საბჭოს წევრები, რომლებიც საკრებულოს წარმოადგენენ, უფრო ეფექტურად ახერხებენ საზოგადოებრივადსაინტერესო საკითხების ლობირებასთვითმმართველობაში“;
„თვითმმართველობის პირველი პირებიდანაც გვაქვს შემოთავაზება, მოვიაზროთ ისინი საბჭოში“;
„უახლოეს პერსპექტივაში ვგეგმავთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ადგილობრივ აღმასრულებელ შტოსთან“...
გადაცემის მონაწილეები მიღწეულ შედეგებთან ერთად სამომავლო პერსპექტივებსაც შეეხნენ.
ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით ივლისში გასული ორი ტელესიუჟეტი ქუთაისის საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს დღის წესრიგს ეხება.
ტელეჟურნალი „7 დღე“ ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევებით გამოვლენილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც საბჭოს წევრები აღნიშნავენ, გამოკვეთილი პრობლემების ირგვლივ საინტერესო წინადადებები და რეკომენდაციები ჩამოყალიბდა და იმედოვნებენ, რომ ახალი საკრებულო ყურადღებით მოეკიდება შემოთავაზებულ ინიციატივებს.
საუბარი სკოლამდელი დაწესებულებების გენდერული მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილ ხარვეზებსაც შეეხო და ითქვა, რომ კარგი იქნება ამ კუთხით საკითხის გამოსწორება დროულად მოხდეს.
საბჭოს სხდომაზე თვითმმართველობის არჩევნების გენდერულ სურათზე ისაუბრეს. როგორც სიუჟეტში ითქვა, წლევანდელი არჩევნები განსხვავდებოდა წინა არჩევნებისაგან იმით, რომ პარტიულ სიებში მეტი ქალი იყო ჩართული. იყო მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატი ქალები, ასევე - ქალებს ჰქონდათ მცდელობა დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის კუთხით, რაც საკმაოდ თამამი განაცხადი იყო.
სიუჟეტში ითქვა ასევე, რომ საბჭო ახალ საკრებულოსთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მომდევნო სხდომას საკრებულოს ხუთკაციანი ჯგუფიც შეუერთდება.
ოზურგეთის ახლადარჩეული საკრებულოს სხდომა 2 აგვისტოს გაიმართება. მას საკრებულოს უხუცესი წევრი ნანული ორაგველიძე გახსნის. ქალბატონი ნანული იმ 7 ქალბატონს შორისაა, რომელიც ახალი საკრებულოს წევრი გახდა და, როგორც თვითონ აღნიშნავს, ქალაქისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში მიიღებს მონაწილეობას.
არის თუ არა ქალი-დეპუტატების რაოდენობის გაზრდა პოზიტიური ცვლილებების გარანტია, როგორია მოლოდინები ოზურგეთის გენდერულად თანასწორი ისაკრებულოს მიმართ - ამ საკითხს ეძღვნება ტელეკომპანია „გურიაში“ გასული სიუჟეტი.
„ვისაც ომის სისასტიკე არ გამოუცდია, გაუჭირდება მშვიდობის ფასის გაგება“, - ეს განწყობა ლაიტმოტივად გასდევს სიუჟეტს, რომელიც ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტებმა სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებულ შეხვედრას მიუძღვნეს.
როგორი მშვიდობა სურთ ქალებს, როგორ ხედავენ თავიანთ სამშვიდობო როლს და ადამიანური უსაფრთხოების დაცვის გარანტიებს.
ვორკშოპი გულწრფელ და უშუალო ატმოსფეროში ჩატარდა. დისკუსიაში სამი თაობის ქალები იყვნენ ჩართულნი:
„ძლიერი საზოგადოებრივი ინსტიტუტები - გენდერული უსაფრთხოების გარანტიაა“;
„აფხაზ და ოს მეგობრებთან ერთად ჩვენ აუცილებლად შევძლებთ მშვიდობის კონტურების მოძებნას“;
„ქალებიც ძალიან აქტიურები უნდა ვიყოთ, რათა ჩვენს საზოგადოებაში სოციალური კეთილდღეობა და სამართლიანობა იქნეს მიღწეული“.
ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გაეროს ეგიდით მომზადებული ტელეგადაცემა რეგიონებში გენდერული ბალანსის საკითხს მიეძღვნა.
როგორია რეგიონებში საზოგადოების დამოკიდებულება სოციალური თანასწორობის საკითხებისადმი, რამდენად მნიშვნელოვანია ქალების ხვედრითი წილი პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, შეიცვალა თუ არა საკითხისადმი დამოკიდებულება წინა წლებთან შედარებით; როგორ აფასებენ არსებულ სიტუაციას ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები...
ფონდი „სოხუმისა“ და „განათლება და სამყაროს“ ხელმძღვანელების განცხადებით, წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა უკეთესობისაკენ შეიცვალა. გვაქვს გაცხადებული პოლიტიკური ნება და შედარებით დახვეწილი საკანონმდებლო ბაზა, უფრო ინფორმირებული და მოტივირებული საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ ჩავლილმა ადგილობრივმა არჩევნებმა გენდერული სურათი შესამჩნევად ვერ შეცვალეს, რეგიონებში უკვე ვიხილეთ ქალები დამოუკიდებელ მაჟორიტარობის, ასევე - მერობისა და გამგებლების კანდიდატებად... ვიხილეთ მეტი ნდობა საზოგადოებისაგან, დაინტერესება პოლიტიკური პარტიებისაგან, რომლებიც ეძებდნენ ქალებს თავიანთი რიგების გასაძლიერებლად.
ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ადგილობრივი სამოქალაქო თანამშრომლობის პირველი ხელშესახები შედეგი:
სიუჟეტში გაშუქდა საინტერესო პრეცედენტი, რომელიც ხაზს უსვამს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამების მხარდაჭერის აუცილებლობას. ახალგაზრდების კვალიფიციური განათლებისა და განვითარების მხარდაჭერა ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს და ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ საკითხად იყო მიჩნეული. კვლევაში მონაწილე ახალგაზრდები ასახელებდნენ კვალიფიციური განათლების, სტაჟირების პროგრამებისა და დასაქმების საკითხებს, როგორც პირველად საჭიროებას.
„ეს იდეა საბჭოსთან თანამშრომლობის შედეგად დამებადა და მალე მოვიყვანე სისრულეში“, - ადგილობრივი სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენელმა, თემურ მიქელაძემ რამდენიმე ახალგაზრდა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში ჩართო და, როგორც ამბობს, მისი ბევრი კოლეგა მზადაა, მსგავსად შეუწყოს ხელი ახალგაზრდა, პერსპექტიულ ახალგაზრდებს...
პროექტიხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით