ხუთშაბათი, 28.03.2024, 22:40
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » TV გადაცემები

ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში გასული სიუჟეტი სენაკის გენდერული საბჭოს მორიგი სხდომის დღის წესრიგს ეხება. როგორი შედეგებით დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როგორია საკრებულოს გენდერული შემადგენლობა;  რა საჭიროებები გამოიკვეთა ჩატარებული კვლევის შედეგად და როგორ აპირებს საბჭო საქმიანობის გაშლას მათი მოგვარებისათვის; რა გამოცდილებით ესტუმრნენ სენაკს ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს  წარმომადგენლები - ამ საკითხებზე ისაუბრეს სიუჟეტში საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.

როგორც საბჭოს წევრები აცხადებენ - არჩევნების შედეგებით, სენაკის საკრებულოში 6 ქალია: 4 პროპორციული სიით და 2 მაჟორიტარი, რაც წევრთა 20% შეადგენს.

რაც შეეხება კვლევის შედეგებს, საბჭოს წევრების აზრით, მიღებული მასალა საშუალებას იძლევა, რათა დაისახოს  შესაბამისი სტრატეგია მათი მოგვარებისათვის.  

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 695 | დაამატა: admin | თარიღი: 25.06.2014

სიუჟეტში ფონდი „სოხუმის“  სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ქსელი „სინერგიას“ წევრების მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაშუქდა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დეპუტატობის კანდიდატმა ქალებმა  და მენჯის სანატორიუმ  „კოლხეთში“ ჩასახლებულმა დევნილებმა ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომელთა გადაჭრა წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა.

დევნილებმა ინტერვიუებში დაასახელეს არაერთი ყოფითი პრობლემა, მათ შორის არასაკმარისი ფართებისა და სასმელი წყლის დეფიციტის საკითხი. დეპუტატობის კანდიდატმა ქალებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ცნობილია ამ პრობლემათა დიდი ნაწილი და არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში ეცდებიან მათ მოგვარებას.

ქსელი „სინერგიას“ წევრებმა თავიანთ ინტერვიუში დააფიქსირეს, რომ ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქალები ყველაზე მეტად გრძნობენ სოციალურ პრობლემებს, რაც შეეხება დევნილთა ჯგუფებს, ისინი საკმარისად გაიზარდნენ იმისათვის, რომ არა მარტო წინასაარჩევნო დაპირებები მოისმინონ და წარმოაჩინონ რეგიონის პრობლემები, არამედ ანგარიშვალდებული გახადონ ხელისუფლება და წარმატებით ითანამშრომლონ მასთან ამა თუ იმ საკითხის მოსაგვარებლად.

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 696 | დაამატა: admin | თარიღი: 04.06.2014

სიუჟეტში გაშუქდა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაწილე მაჟორიტარი ქალი კანდიდატების შეხვედრა ქუთაისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან.   რა მდგომარეობაში უწევთ დევნილებს  ცხოვრება, რა პრობლემები გააჩნიათ და რამდენად შეიძლება მათი მოგვარება. ამ საკითხების ირგვლივ ინტენსიური დიალოგი შედგა. როგორც გამოირკვა, კანდიდატები არსებულ ვითარებას კარგად იცნობენ და  მათი მოგვარების ხედვაც გააჩნიათ.

სიუჟეტი ასევე გვიჩვენებს, შეიცვალა თუ არა საზოგადოების დამოკიდებულება ქალი კანდიდატების მიმართ. როგორ აღიქვამენ მათ შანსებს ამომრჩეველი ქალბატონები და რომელი საკითხების გადაჭრა მიაჩნიათ პრიორიტეტულად  ქალ კანდიდატებს. როგორია საზოგადოების განწყობა არჩევნების წინ და რა პროგნოზებს აკეთებენ უბრალო მოქალაქეები.

როგორც ითქვა, შეხვედრა ჩატარდა ქსელი სინერგიას პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანი იყო დევნილი ქალების მომზადება არჩევნებისათვის, მოქალაქეთა პრობლემების წარმოდგენა მაჟორიტარი კანდიდატებისათვის და მათი საარჩევნო პროგრამების გაცნობა. 

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 728 | დაამატა: admin | თარიღი: 01.06.2014

ტელერადიოკომპანია „რიონის“ ეთერით გასული სიუჟეტი ასახავს კვლევას, რომელიც ბულინგის პრობლემას ეხება და მოზარდებს შორის არაჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატის არსებობას ავლენს (თემა რომ რეზონანსულია, გამოჩნდა „რიონზე“ უფრო ადრე გასულ სიუჟეტშიც, სადაც პრობლემის შემაშფოთებელ მასშტაბებზე საუბრობენ ფონდი „სოხუმის“ სპეციალისტებიც)...

როგორც სიუჟეტში ჩანს, ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭო აქტიურად რეაგირებს პრობლემებზე, რომელიც ქუთაისის სინამდვილეში ვლინდება. ჩატარდა მონიტორინგი სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში და დაფიქსირდა საკითხები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე შეიძლება მოწესრიგდეს. 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 665 | დაამატა: admin | თარიღი: 25.05.2014

სიუჟეტის მიხედვით, ქუთაისში ორი მერობის კანდიდატი ქალია. აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებენ მაჟორიტარობის კანდიდატი ქალებიც. ისინი მიიჩნევენ, რომ წამახალისებელმა ზომებმა თავისი შედეგი გამოიღო და ბევრი პარტია წინასაარჩევნოდ აქტიურად თანამშრომლობდა ქალებთან. მიუხედავად ამისა, ექსპერტები თვითმმართველობაში გენდერული სურათის შესამჩნევ ცვლილებებს  არ ვარაუდობენ.

მოქმედი  საკრებულოს წევრი ქალები აცხადებენ, რომ მიესალმებიან ქალი-კანდიდატების რიცხვის ზრდას - ისინი ინდიკატორის როლს ასრულებენ საკრებულოში და მეტწილად დროული და ინოვაციური წინადადებები აქვთ, ამიტომ თავად ამომრჩევლის ინტერესებშია, რომ მეტი ქალი იყოს საკრებულოში.

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 731 | დაამატა: admin | თარიღი: 25.05.2014

 

13.05 - გადაცემა „ფაქტში“ გასული სიუჟეტი ოზურგეთის ამომრჩევლის დამოკიდებულებას უჩვენებს ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის საკითხისადმი. უბრალო მოქალაქეების განწყობა საკითხისადმი პოზიტიურია, მაგრამ პრინციპული: „მთავარია, მათი აზრი იყოს გათვალისწინებული“. ისინიც კი, ვინც არ არის ჩამოყალიბებული - შეუძლიათ თუ არა მათ პოლიტიკის შეცვლა, მიიჩნევენ, რომ „ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართული ქვეყნის მართვაში“; „არჩევით ორგანოში ქალიც და კაციც ერთნაირად უნდა იქნენ წარმოდგენილი“.

14.05 - „ერთგულება“, „ამომრჩევლის ნდობის მანდატი“, „პოლიტიკური ტემპერატურის დაბალანსება“ - ეს თვისებები გამოარჩევს  ყველაზე უფრო ადგილობრივ პოლიტიკაში ჩართული მამაკაცების აზრით პოლიტიკოს ქალებს და მოხარული არიან, რომ თავიანთ თანამებრძოლთა შორის ბევრი ქალბატონია.

22.05 - ტელესიუჟეტი ადგილობრივ არჩევნებში ქალების მონაწილეობას ეძღვნება და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ორი წევრი ქალბატონის მთავარ „მესიჯებს“ აცნობს ამომრჩეველს. ოზურგეთი იმ მცირერიცხოვან თვითმმართველ ერთეულებს  შორისაა, სადაც მერობისათვის ქალი კანდიდატი იბრძოლებს.

სიუჟეტი პოლიტიკოსი ქალების საინტერესო შტრიხებს გვაცნობს.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 798 | დაამატა: admin | თარიღი: 22.05.2014

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს რიგით მეხუთე სხდომაზე სხვადასხვა ადგილობრივი ჯგუფის გენდერული საჭიროებების კვლევის ანალიზის შედეგები განიხილეს. როგორც რესპონდენტები აღნიშნავენ, გამოიკვეთა არაერთი საინტერესო წინადადება, რომელიც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივებს და, ძირითადად, ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ინიციატივა ქალთა მხარდაჭერისთვის.

„არავის არ უნდა დარჩეს იმის განცდა, რომ ადგილობრივი რესურსების დანაწილება სამართლიანად არ ხდება. ამიტომ ბიუჯეტირების პროცესში ჩართული უნდა იყოს საზოგადოების ფართო სპექტრი“.  „არცერთი თვითმმართველობა არ ამბობს უარს ამ კუთხით თანამშრომლობაზე, მთავარია, თვითონ საზოგადოებამ შეძლოს თანამშრომლობის  ეტაპების გავლა, თავისი ხედვების წარმოდგენა, რათა ისინი აისახოს თვითმმართველობის ბიუჯეტში“, - ითქვა გადაცემაზე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 768 | დაამატა: admin | თარიღი: 22.05.2014

« 1 2 3 4 5 6 7 ... 12 13 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0