პარასკევი, 29.03.2024, 12:57
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » TV გადაცემები
 

ტელეკომპანია „რიონის" ეთერით ფონდის ჟურნალისტების მიერ მომზადებული გადაცემა ლობის ინსტიტუტსა და მის პრაქტიკულ გამოყენებაზე მოუთხრობდა მსმენელებს. საინტერესო პარალელები საერთაშორისო გამოცდილების კუთხით, საქართველოში ამ ინსტიტუტის ნაკლები პოპულარობის მიზეზები, მეთოდოლოგია,  ლობირების კამპანიის ეტაპები და ეფექტურობა - გადაცემის მაყურებლებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ სპეციალისტების ინფორმაციები, გაცნობოდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების პირველ მცდელობებს სამოქალაქო ინტერესების ადვოკატირებისა და ლობირების კუთხით.

 „მე დიდი სურვილი მაქვს, ჩემი სახით ჩემს თანამოქალაქეს „თავისი კაცი" ეგულებოდეს საკრებულოში, რომლისგანაც ელოდება გამოხმაურებას ყველა საჭირბოროტო და მტკივნეულ საკითხზე". - ასეთი პოზიცია დააფიქსირა საკრებულოს ერთერთმა წევრმა.

„სამწუხაროდ, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მხოლოდ დონორების მოსაზიდად ირჩევს ამ მიმართულებას.  ამის ფონზე მივესალმებით ფონდი „სოხუმის" ძალიან დიდ ძალისხმევას, რომელიც ყველა დონეზე ეწევა ამ მიმართულებით მუშაობას. ის, რომ, როგორც თვითონ ამბობენ, „ხელშესახები შედეგები ჯერ არა აქვთ", ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ არსებობს პრეცენდენტი, კარგი მაგალითი სხვებისთვის, პირველ რიგში ქალთა ჯგუფებისთვის, რომელთაც უნდა გაუწიონ ადვოკატირება და შემდგომ ლობირება საკუთარ და არა მარტო საკუთარ პრობლემებს". - ითქვა გადაცემაზე.   

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 933 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2011

 

ტელეკომპანია „რიონის" ეთერში მორიგი ტელეგადაცემა გავიდა ციკლიდან - „ქალი და პოლიტიკა".

გადაცემის დასაწყისში გასულ სიუჟეტში  საუბარი იყო ქალთა პრობლემების ადვოკატირების კუთხით ამომრჩეველ ქალთა კლუბებში დაწყებულ მუშაობაზე. პრობლემების იდენტიფიცირება, შეხვედრები საკრებულოს წევრებთან, სოციალური პაკეტების გაცნობა და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის კუთხით  თანამშრომლობა, ადვოკატირების ჯგუფების შექმნა და სამოქმედო სტრატეგიის განსაზღვრა. - ამ კუთხით დაწყებულ საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის კლუბების გაცვლითი შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება.

ტელედისკუსიაზე მოწვეულმა სტუმრებმა - წყალტუბოს და ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბების წევრებმა, პროექტის ასისტენტებმა, მსგავსი საქმიანობის გამოცდილების მქონე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმაზე, რას ნიშნავს სამოქალაქო ინტერესების ადვოკატირება, ვის შეუძლია ადვოკატირების კამპანიის ჩატარება, როგორ მუშაობენ კლუბები პრობლემების შერჩევაზე, როგორ აპირებენ მუშაობას ადვოკატირებისა და ლობირების კუთხით.

საუბარი შეეხო ქუთაისსა და წყალტუბოში გამოყოფილ პრობლემებს: შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე  გარკვეული კატეგორიისათვის, ღამის საათებში ტრანსპორტის მუშაობის საკითხი, პანდუსები - უნარშეზღუდულებისა და საბავშვო ეტლების  შეუფერხებელი გადაადგილებისათვის, სველი წერტილების არარსებობა ქალაქის ცენტრში.

განსაკუთრებული გულისტკივილი გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ცენტრში სასმელი  წყლის პრობლემაა და მას არ წყვეტს გაურკვეველი შემადგენლობის გაზიანი ტკბილი წყლის წერტილები, სადაც ელემენტარული სანიტარული ნორმები არ არის დაცული.

„ჩვენი მიზანი არ არის პრობლემების ძებნა კონფრონტაციისათვის. ჩვენ გვსურს თანამშრომლობა ყველასთან ამ და სხვა სასიცოცხლო საკითხების გადასაწყვეტად".

„ვეცდებით, ხშირად შევახსენოთ ეს საკითხები მათ, ვისაც ხელეწიფება გადაწყვეტილებების მიღება".

„ჩვენ გვექნება საშუალება, ვისაუბროთ იმაზე, რისი მიღწევა შევძელით - საზოგადოებასთან ერთად".

ფონდის თანამშრომლებმა მოკლედ ისაუბრეს იმაზე, როგორ მიდის ადვოკატირების კამპანიები სხვა კლუბებში, რა საკითხების გადაჭრა მოხერხდა ამის შედეგად.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 1026 | დაამატა: admin | თარიღი: 29.04.2011


როგორ უნდა შუქდებოდეს ოჯახში ძალადობის თემა მედიაში? რას მოიცავს სოციალური ჟურნალისტიკის ცნება და რა პასუხისმგებლობა ენიჭება ჟურნალისტს ამ თემასთან შეხებისას...
 ფონდი „სოხუმის" მიერ ინიცირებულ ტელედისკუსიაზე ფონდის ჟურნალისტები, იმერეთში არსებული მედიასაშუალებების, ცენტრალური ტელე და რადიომაუწყებლობის რეგიონალური ბიუროების ჟურნალისტები, საზოგადოების წარმომადგენლები  შეიკრიბნენ.
 „...უნდა შუქდებოდეს ძალიან ფაქიზად. ჟურნალისტები ძალიან ხშირად ცაიტნოტში ვართ, მხოლოდ ფაქტის დაფიქსირებას ვახერხებთ, ვერ ვასწრებთ, ვეძებოთ მიზეზები, ეს უფრო ანალიტიკური გადაცემის თემაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს საკითხი იგნორირებული უნდა იყოს ჩვენს მიერ. თავი ავარიდოთ იმიტომ, რომ „უხერხული" თემაა". 
  „რაც უფრო მეტს, უფრო სწორად ვისაუბრებთ ამ თემაზე, ჩვენს შვილებთან, გაზეთში, რადიოთი, ტერლევიზიით, მით უფრო ნაკლები შანსი ექნება მოძალადეს, რომ დაუსჯელად იპარპაშოს".
 „მთავარია, საზოგადოებამ ჩვენი დახმარებით გააცნობიეროს, რა არის ამის გამომწვევი მიზეზები, მთავარია, ახალგაზრდები აღიზარდონ სწორი ფასეულობებით, გააკეთოს ანალიზი, რა არის კარგი, რა არის ცუდი..."
 „ეს არ უნდა იყოს სკანდალის თემა, თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ არის ასეთი დაკვეთაც. მაგრამ -  ძალადობის მსხვერპლის დაცვა ჩვენი აზრით, ყველაზე დიდი სიკეთეა..."
  -ასეთი იყო ჟურნალისტების პოზიცია.
 გადაცემის რეზონანსმა აჩვენა, რომ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია მსგავსი საკითხების ირგვლივ საუბარი.

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 1011 | დაამატა: moderatori | თარიღი: 21.04.2011

 

13 აპრილს ტელეკომპანია „რიონის" ეთერით მორიგი ტელეგადაცემა გავიდა.

გადაცემის სტუმრები ფონდის ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებულები, წარმატებული ახალგაზრდა ქალები, ფონდის ასისტენტები იყვნენ.

როგორ დაიბადა „ლიდერთა სკოლის" იდეა, რას მოიაზრებს სასწავლო კურსი, რა მოლოდინები იყო ორგანიზატორებისა და მონაწილეების მხრიდან; თუ გაამართლა სკოლამ და  რას გეგმავს   ორგანიზაცია შემდეგისთვის;  როგორ აპირებენ  გოგონები  მიღებული უნარების გამოყენებას, რას აპირებენ სამომავლოდ. ამ კითხვებს პასუხი გადაცემის განმავლობაში გაეცა. მანამდე კი მაყურებელს საშუალება ჰქონდა, ეხილა   ფონდის ჟურნალისტების მიერ მომზადებული ტელესიუჟეტი ლიდერთა სკოლის შესახებ.

ფონდის ასისტენტებმა ისაუბრეს, როგორ ხდებოდა შერჩევა, რა პრინციპით მუშაობდა სკოლა.

 თვითონ გოგონების აღნიშვნით, ინტერაქტიული სწავლება, როცა ერთმანეთს ენაცვლებოდა თეორია და  პრაქტიკა, ძალიან დაეხმარათ შესაბამისი უნარების მიღებაში. „ჩვენ ძალიან აქტიურად ჩაგვრთო ფონდმა თავის საქმიანობაში, საშუალება მოგვცა,  დამოუკიდებლად ჩაგვეტარებინა მრგვალი მაგიდები,  ვორკ-შოპები, შეხვედრები, გვემუშავა პროექტებზე, აქტიურად ჩავერთეთ საზოგადოებრივი კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში”...

„ფონდმა დიდი ნდობა გამომიცხადა. მე ახლა ერთერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტში ვარ ჩართული"...

„ჩემი მეგობარი იყო ამ სკოლაში და კეთილი შურით ვუმზერდი მის წინსვლას. ახლა მეც გავიარე შესარჩევი ტრენინგი"...

„აღფრთოვანებული ვარ გოგონებით, მიხარია, რომ ფონდი „სოხუმი" აძლევს მათ ამ შესაძლებლობას. დარწუნებული ვარ, ასეთი გოგონების სიმრავლე ძალიან შეუწყობს ხელს არსებული გენდერული სურათის უკეთესობისკენ შეცვლას", - ეს კომენტარი ადგილობრივი ხელისუფლების ახალგაზრდა წარმომადგენელმა გააკეთა, რომელმაც ამასთანავე საკუთარ გამოცდილებაზე, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ისაუბრა.

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 993 | დაამატა: admin | თარიღი: 13.04.2011

24 თებერვალს ტელერადიოკომპანია „რიონის" ეთერით ტელეგადაცემა გავიდა, რომელშიც  პროექტის მონაწილეები და ფონდის მიერ მოწვეული სტუმრები  მონაწილეობდნენ.

გადაცემის თემა იყო ოჯახში ძალადობის სამართლებრივი და საზოგადოებრივი მექანიზმები, რომლის ირგვლივ ისაუბრეს გადაცემის სტუმრებმა და უპასუხეს მაყურებელთა მიერ პირდაპირ ეთერში დასმულ კითხვებს.

 გადაცემის მსვლელობისას მიდიოდა ინტერ-აქტივი, რომლიც მიხედვითაც თვალსაჩინო გახდა   მაყურებელთა პოზიცია - მიიჩნევენ თუ არა საჭიროდ ფულადი ჯარიმების დაწესებას მოძალადისათვის. შემოსული ხმების მიხედვით 88 % ემხრობოდა მოძალადეებისათვის ჯარიმების დაწესებას, ხოლო 12 % წინააღმდეგი იყო.

„რა თქმა უნდა, საჯარიმო სანქციებით შეუძლებელია ძალადობის აღმოფხვრა, მაგრამ თუ დასჯა, ზოგადად, იწვევს ქცევის შეკავებას, ის შეიძლება მოვიაზროთ, როგორც ერთერთი შემაკავებელი ბერკეტი მოძალადისათვის", - ასე მიიჩნევენ ფსიქოლოგები.

„სანამ ტელესივრცე ასეთი უკონტროლოა და ხდება ძალადობის აშკარა პროპაგანდა მედიაპროდუქტში, საზოგადოება უძლურია მის წინააღმდეგ", - მაყურებლის ეს რეპლიკა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის განწყობას გამოხატავს, რომელიც შეშფოთებულია მზარდი აგრესიით საზოგადოებაში.

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 1109 | დაამატა: admin | თარიღი: 24.02.2011

11 თებერვალს ტელეკომპანია „რიონის" ეთერით მორიგი ტელეგადაცემა გავიდა.

გადაცემაში მონაწილეობდნენ ფონდის თანათავმჯდომარე, პროექტების ასისტენტები, ამომრჩეველ ქალთა კლუბების აქტივისტები და ფონდის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის საკრებულოების სოციალური პროგრამების მონიტორინგს ახორციელებენ.

  გადაცემა ფონდის ჟურნალისტების მიერ მომზადებული  ტელესიუჟეტით დაიწყო, რის შემდეგაც ტელემაყურებელს მიეწოდა ინფორმაცია - რა ეტაპზეა საერთაშორისო ორგანიზაცია NED -ის  მიერ დაფინანსებული პროექტით განსაზღვრული მუშაობა; რა სტრატეგიით მუშაობენ ამომრჩეველ ქალთა კლუბები; რომელ საკითხებში იგეგმება თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებთან;  რა სტადიაშია ფონდის საკანონმდებლო ინიციატივის (600 ლარიანი სახელმწიფო დახმარება ყველა მშობიარე ქალზე) ადვოკატირებისა  და ლობირების საკითხი.

გადაცემაში გაჟღერდა საინტერესო ინფორმაციები ქალთა საკითხების ლობირების საერთაშორისო გამოცდილების ირგვლივ.

როგორც გადაცემაზე ითქვა, ამომრჩეველ ქალთა კლუბებსა  და საკრებულოებს შორის ინფორმაციების სისტემატიური გაცვლა  მათ თანამშრომლობას მეტ პროდუქტიულობას ანიჭებს. ამის კარგი მაგალითები უკვე არსებობს ოზურგეთში, ხობში, როდესაც საკრებულოების მხრიდან ხდება კლუბის წევრების ინიციატივების წახალისება.

ფონდის მუშაობის საინტერესო ეტაპია ამერიკის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც აქტიურ დევნილ ქალებს საშუალებას აძლევს, ადგილობრივი ხელისუფლების გენდერული პოლიტიკისა და პროგრამების ანალიზი განახორციელოს. „დასამალი არ არის, რომ დევნილები ხშირად საერთო სოციალური კონტექსტიდან ამოვარდნილი ვართ. ამიტომ ეს პროექტი ორმაგად საინტერესოა ჩვენთვის. უპირველესად ჩვენი სოციალური ღირებულების განცდა დაგვიბრუნდა", - ეს სიტყვები პროექტის მონაწილე ქალბატონებს ეკუთვნით.

გადაცემის ბოლოს კიდევ ერთხელ გაცხადდა ფონდის პოლიტიკა - ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან პარტიებში ქალთა პოზიციების მხარდაჭერის მიზნით.

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 1140 | დაამატა: admin | თარიღი: 11.02.2011

23 დეკემბერს ტელეკომპანია  „რიონის" ეთერით ფონდის მიერ ორგანიზებული მორიგი ტელეგადაცემა გავიდა. სტუდიაში  ამომრჩეველ ქალთა კლუბების  აქტივისტები, იურისტები, არასამთავრობო სექტორის, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, მოქალაქეები შეიკრიბნენ.

 საუბარი შეეხო ქალთა ირგვლივ არსებულ იმ პრობლემებს, რომლებიც  ორგანიზაციის მიერ რეგიონებში წარმოებული მუშაობის შედეგად გამოიკვეთა. გადაცემის სტუმრებმა ისაუბრეს ფონდ „სოხუმში" გამართული მრგვალი მაგიდა-ფორუმის მონაწილეების მიერ არსებულ პრობლემათა ნუსხიდან  გამოყოფილი საკითხების ირგვლივ. ეს არის უფასო მშობიარობისა და ერთწლიანი ანაზღაურებული დეკრეტული შვებულების საკითხი, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, ქალთა საზოგადოების დაკვეთაა და მიუხედავად მისი გადაწყვეტის სირთულისა, ოჯახების სოციალური დაცვის, სწორი დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებისათვის უმნიშვნელოვანესად მიაჩნიათ.

გადაცემაში საინტერესო დისკუსიების გარდა გაჟღერდა არაერთი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა ქალთა სოციალური დაცვის კუთხით არსებულ სიტუაციას, ასევე დღეისათვის  არსებულ სახელმწიფო პროგრამებს, რომლის ირგვლივაც შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ისაუბრეს. იმედი გამოითქვა, რომ აღდგენილი იქნება ვაუჩერების პროგრამა მშობიარეთათვის, რადგანაც მას  უამრავი ოჯახისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

გაჟღერდა სინანული იმის გამო, რომ არსებობს ქალების კატეგორია, რომლების არცერთი პროგრამის ბენეფიციარად არ მოიაზრებიან და ისინი არიან სწორედ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში.

სტუდიაში იყო მაყურებელთა ზარები, რომელთაც კიდევ ერთხელ ცხადყვეს გადაცემის თემის აქტუალობა.   

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 1031 | დაამატა: admin | თარიღი: 23.12.2010

« 1 2 ... 9 10 11 12 13 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0