პარასკევი, 26.04.2024, 06:36
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » TV გადაცემები

16-დღიან  კამპანიაში ფონდი „სოხუმის“ პარტნიორები ყოველწლიურად იზრდება. ამის დასტური „რიონის“ ეთერში გასული ტელეგადაცემაა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა მაყურებელს, რომ ქალზე ძალადობა დაუშვებელია და მას მთელი საზოგადოება უნდა აღუდგეს წინ.

სტუდიაში  ფონდის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, სპორტსმენები, ფსიქოლოგები, იურისტები, ხელოვნების მუშაკები, საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ.  თავისებური ხიბლი შესძინა გადაცემას   წყვილმა, რომელმაც ახლახან  ქორწინების 50 წლის იუბილე აღნიშნა. გადაცემის ორგანიზატორების ჩანაფიქრი იყო გამოკვეთილი გენდერული დისბალანსიც: სტუმრებს შორის მამაკაცები სჭარბობდნენ. ოჯახში ძალადობის მეტი წილი კაცებზე მოდის, ამიტომ, მათი აზრით, სწორედ მამაკაცებმა უნდა გამოუცხადონ პროტესტი არსებულ ტენდენციას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 773 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2014

16 ნოემბერს, ტელეკომპანია „რიონის“ საკვირაო გადაცემა „7 დღეში“ გასული სიუჟეტი საქართველოს პარლამენტში ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე  მოგვითხრობს. ღონისძიებაზე ქუთაისის, ბათუმის, სენაკის, ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წარმომადგენლები პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს შეხვდნენ. ინტერვიუებში პარლამენტის წევრები და გენდერული საბჭოების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ შეხვედრის მნიშვნელობას,  თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

გამოიკვეთა პოზიციები - როგორ ხედავენ მოქმედი საბჭოები საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით განსაზღვრულ გენდერული თანასწორობის საბჭოების მუშაობის პრინციპს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 761 | დაამატა: admin | თარიღი: 16.11.2014

საკვირაო ანალიტიკურ გადაცემაში „7 დღე“ კიდევ ერთხელ მოხდა ყურადღების ფოკუსირება ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის თემაზე.

სიუჟეტში ყურადღება გამახვილდა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობაზე ამ მიმართულებით, რომელიც აცხადებს,  რომ  ბოლო პერიოდში მომხდარმა ტრაგიკულმა ფაქტებმა უჩვენა პრობლემის სიღრმე და ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფო მექანიზმების უსუსურობა.

კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო საზოგადოების და სახელმწიფოს ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობა.

სიუჟეტში გაჟღერდა ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არის გათვალისწინებული ოპერატიული რეაგირების კუთხით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 683 | დაამატა: admin | თარიღი: 26.10.2014

ტელერადიოკომპანია „რიონმა“ სპეციალური გადაცემა მიუძღვნა სამწუხარო ფაქტებს, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში მოხდა ქალთა მიმართ ძალადობის შედეგად. გადაცემაზე წაკითხულ იქნა ფონდი „სოხუმის“ ღია წერილი-მიმართვა, რომელიც კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკითხის მიმართ მთელი საზოგადოების, თითოეული მოქალაქის მაღალი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას.

გადაცემამ, რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ძალადობის საწინააღმდეგო ჯანსაღ განწყობებთან ერთად მაყურებელს დაანახა საგანგაშო ტენდენცია - საზოგადოების ნაწილი ცდილობს მოძალადე მამაკაცების საქციელს გამართლება მოუძებნოს!

როგორც გადაცემის მონაწილეები აღნიშნავენ, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი  საკანონმდებლო დონეზე და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის.

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 670 | დაამატა: admin | თარიღი: 20.10.2014

„რიონის“ ეთერში გასული ტელესიუჟეტი ასახავს ცვლილებებს, რომლებიც უკავშირდება ადგილობრივ ხელისუფლებაში გენდერული საკითხების გააზრებას. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრია და თავის კოლეგებთან ერთად ეცდება, მომავალ ბიუჯეტში საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული. თუმცა აღიარებს, რომ ერთი ბიუჯეტის ფარგლებში ყველა პრობლემის მოგვარება არ მოხერხდება. „საკრებულო მზად არის, სრულად, თავისი საბიუჯეტო შესაძლებლობების ფარგლებში უპასუხოს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს დაკვეთას და განხილოს საკითხები გენდერულ ჭრილში“.

სიუჟეტში საუბარი შეეხო ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის შემუშავების საკითხს, რომელზეც საბჭო აქტიურად მუშაობს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 712 | დაამატა: admin | თარიღი: 19.10.2014

ტელეკომპანია „25-ე არხი“ თავისი ინიციატივით გამოეხმაურა საკითხებს, რომლებიც ფონდი „სოხუმისა“ და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ბათუმში ინიცირებულ მრგვალ მაგიდაზე განიხილეს.  

ძირითადად დაისვა კითხვა - როგორ უკავშირდება საბავშვო ბაღების თემა გენდერულ საკითხებს, რა გამოწვევების წინაშე დგას ბათუმის სკოლამდელი საგანმანათლებლო  დაწესებულებები, როგორია გენდერული საბჭოს პოზიცია ამ საკითხებთან მიმართებაში.

როგორც გადაცემის სტუმარმა, მე-3 ბაღის გამგემ განმარტა, წელს 160 მსურველიდან მხოლოდ 15 ბავშვის მიღება მოხერხდა. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება არ აღინიშნოს თვითმმართველობის ძალისხმევა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწესრიგების, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მხარდაჭერის კუთხით.

გენდერული საბჭოს ინიციატივაა, თვითმმართველობის მხარდაჭერით მოხდეს კერძო ბაღების განვითარება, რათა ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სკოლამდელი განათლება.

გადაცემას დიდი რეზონანსი მოჰყვა, განსაკუთრებით მშობელთა მხრიდან, რადგან შეეხო სკოლამდელი დაწესებულებებისთვის მნიშვნელოვან არაერთ თემას.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 722 | დაამატა: admin | თარიღი: 24.09.2014

 

 

Wiev

რა არის გენდერული ბიუჯეტი, რითი განსხვავდება ის ტრადიციული ბიუჯეტისაგან, რას იძლევა გენდერული ასპექტების გათვალისწინება ადგილობრივ პროგრამებსა და პროექტებში და რამდენად დამაჯერებელია გენდერის სპეციალისტების არგუმენტები ამ კუთხით - ტელეკომპანია „მე-4 არხმა“ საზოგადოებრივი თოქ-შოუ „დეტალების“ სტუდიაში ამ საკითხზე სასაუბროდ ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები მოიწვია.

გადაცემაში ნაჩვენები იყო სიუჟეტი, რომელიც ფონდი „სოხუმისა“ და საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ასახავდა და აჩვენებდა იმ განსხვავებულ გავლენებს, რასაც კონკრეტული პროგრამა და პროექტი ახდენს ქალებზე, კაცებზე, ან სხვა ჯგუფებზე. ხაზს უსვამდა საჭიროებას,  ახალი საბიუჯეტო პროგრამები ეყრდნობოდეს ანალიზს, რა სარგებელი მოიტანა წინა პროგრამამ და რამდენად სამართლიანად იყო განაწილებული არსებული რესურსები სხვადასხვა გენდერულ ჯგუფებზე.

საბჭოს წევრებმა  ისაუბრეს იმ რეზულტატებზე, რაც გაწეული მუშაობის შედეგად იქნა მიღწეული, აღნიშნეს, რომ ძალიან აფასებენ ადგილობრივი სტრუქტურების მზაობას, ითანამშრომლონ საბჭოსთან და ელოდებიან მათ კონკრეტულ მხარდაჭერას წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინების, განსაკუთრებით კი იმ  სოციალური პროექტების თანადაფინანსების კუთხით, რომელთა წარდგენა უახლოეს ხანებში იგეგმება.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 746 | დაამატა: admin | თარიღი: 23.09.2014

« 1 2 3 4 5 ... 12 13 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0