ფონდი „სოხუმის“ კოალიციური პროექტის „ქ. ქუთაისში განსახლებული იგპ-თა ჩართვა მუნიციპალურ 2015 წლის ბიუჯეტის განხილვასა და ადვოკატირების პროცესში თავიანთ სპეციფიკურ მოთხოვნათა გათვალისწინების მიზნით“ ფარგლებში მოხდა დევნილთა სამი კოლექტიური ცენტის პრობლემების და საჭიროებების შესწავლა.
კულინარიული სასწავლებლის კოლექტიურ ცენტრში 51 ოჯახი ცხოვრობს, მათი მთავარი პრობლემაა შენობის რემონტი. რადგან აქ 32 აფხაზეთიდან დევნილ ოჯახთან ერთად 19 ადგილობრივი ოჯახია, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს არა აქვს მთლიანი შენობის რეაბილიტაციის უფლება.
მეორე კოლექტიური ცენტრი, რომელიც სიუჟეტში მოხვდა, ყოფილი სამხედრო ბაგა-ბაღია. აქ არის კორპუსთან მისასვლელი გზის და სასმელი წყლის პრობლემა.
ნიკეას ქუჩაზე, ყოფილი 22-ე ბაგა-ბაღის შენობაში 26 ოჯახი ცხოვრობს, ახალგარემონტებული ფართებით კმაყოფილები არიან. მათი სურვილია ეზოში სკვერის მოწყობა და გამწვანება.