სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენინგი თემაზე „გენდერი და გენდერული ძალადობა“.
საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა აზრთა სხვადასხვაობისა და აქტიური დისკუსიის ფონზე განიხილეს გენდერული თანასწორობის თემა. მონაწილეებმა დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები, იმსჯელეს იმ ძირითად მიზეზებზე, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის განვითარებას უწყობს ხელს, იფიქრეს გამოსავალზე.
მეორე დღეს გამგეობის დარბაზი ახალგაზრდებს დაეთმო. მსჯელობა იმავე საკითხებზე გაგრძელდა.
მონაწილეთა საერთო მოსაზრებით, საზოგადოებაში ინფორმირების დეფიციტია და დისკუსია ამ თემებზე უნდა გაგრძელდეს.
ტრენინგი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|