ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „გენდერი საგანმანათლებლო სფეროში და ქალაქის ბიუჯეტში“, რომელშიც მონაწილეობდნენ პარტნიორები ჩეხეთის ორგანიზაციიდან NESEHNUTI.
ტრენინგს უძღვებოდა ჩეხი მწვრთნელი ქრისტინა პეშაკოვა.
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები დაინტერესდნენ ჩეხეთის გამოცდილებით, სკოლამდელ დაწესებულებებში გენდერული განათლების მოდულით, მათი ბიუჯეტის გენდერული მგრძნობელობით.
ტრენინგის თემამ კიდევ უფრო გააღრმავა მათი ცოდნა გენდერული მიმართულებით.
-საზოგადოებაში გენდერული ცნობიერების ასამაღლებლად გენდერული აღზრდა სკოლამდელი ასაკის ბავშვებიდან უნდა დავიწყოთ. საამისოდ კი ჯერ პედაგოგებმა უნდა მიიღონ შესაბამისი განათლება, კარგად უნდა გაერკვნენ გენდერულ თემატიკაში, მათ გოგონებს და ბიჭუნებს არჩევანის უფლება არ უნდა წაართვან, - აღინიშნა ტრენინგზე.
საკრებულოს წევრებმა, რომლებიც საბჭოს წევრები არიან და ტრენინგის მონაწილე სხვა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტი გენდერულად მგრძნობიარე გახდა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|