ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:15
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » აპრილი » 29 » ტელეგადაცემა
20:17
ტელეგადაცემა

 

ტელეკომპანია „რიონის" ეთერში მორიგი ტელეგადაცემა გავიდა ციკლიდან - „ქალი და პოლიტიკა".

გადაცემის დასაწყისში გასულ სიუჟეტში  საუბარი იყო ქალთა პრობლემების ადვოკატირების კუთხით ამომრჩეველ ქალთა კლუბებში დაწყებულ მუშაობაზე. პრობლემების იდენტიფიცირება, შეხვედრები საკრებულოს წევრებთან, სოციალური პაკეტების გაცნობა და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის კუთხით  თანამშრომლობა, ადვოკატირების ჯგუფების შექმნა და სამოქმედო სტრატეგიის განსაზღვრა. - ამ კუთხით დაწყებულ საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის კლუბების გაცვლითი შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება.

ტელედისკუსიაზე მოწვეულმა სტუმრებმა - წყალტუბოს და ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბების წევრებმა, პროექტის ასისტენტებმა, მსგავსი საქმიანობის გამოცდილების მქონე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმაზე, რას ნიშნავს სამოქალაქო ინტერესების ადვოკატირება, ვის შეუძლია ადვოკატირების კამპანიის ჩატარება, როგორ მუშაობენ კლუბები პრობლემების შერჩევაზე, როგორ აპირებენ მუშაობას ადვოკატირებისა და ლობირების კუთხით.

საუბარი შეეხო ქუთაისსა და წყალტუბოში გამოყოფილ პრობლემებს: შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე  გარკვეული კატეგორიისათვის, ღამის საათებში ტრანსპორტის მუშაობის საკითხი, პანდუსები - უნარშეზღუდულებისა და საბავშვო ეტლების  შეუფერხებელი გადაადგილებისათვის, სველი წერტილების არარსებობა ქალაქის ცენტრში.

განსაკუთრებული გულისტკივილი გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ცენტრში სასმელი  წყლის პრობლემაა და მას არ წყვეტს გაურკვეველი შემადგენლობის გაზიანი ტკბილი წყლის წერტილები, სადაც ელემენტარული სანიტარული ნორმები არ არის დაცული.

„ჩვენი მიზანი არ არის პრობლემების ძებნა კონფრონტაციისათვის. ჩვენ გვსურს თანამშრომლობა ყველასთან ამ და სხვა სასიცოცხლო საკითხების გადასაწყვეტად".

„ვეცდებით, ხშირად შევახსენოთ ეს საკითხები მათ, ვისაც ხელეწიფება გადაწყვეტილებების მიღება".

„ჩვენ გვექნება საშუალება, ვისაუბროთ იმაზე, რისი მიღწევა შევძელით - საზოგადოებასთან ერთად".

ფონდის თანამშრომლებმა მოკლედ ისაუბრეს იმაზე, როგორ მიდის ადვოკატირების კამპანიები სხვა კლუბებში, რა საკითხების გადაჭრა მოხერხდა ამის შედეგად.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 1046 | დაამატა: admin | ტეგები: NED | რეიტინგი: 5.0/1

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 56
სტუმარი: 56
მომხმარებელი: 0