როგორ უნდა შუქდებოდეს ოჯახში ძალადობის თემა მედიაში? რას მოიცავს სოციალური ჟურნალისტიკის ცნება და რა პასუხისმგებლობა ენიჭება ჟურნალისტს ამ თემასთან შეხებისას...
ფონდი „სოხუმის" მიერ ინიცირებულ ტელედისკუსიაზე ფონდის ჟურნალისტები, იმერეთში არსებული მედიასაშუალებების, ცენტრალური ტელე და რადიომაუწყებლობის რეგიონალური ბიუროების ჟურნალისტები, საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
„...უნდა შუქდებოდეს ძალიან ფაქიზად. ჟურნალისტები ძალიან ხშირად ცაიტნოტში ვართ, მხოლოდ ფაქტის დაფიქსირებას ვახერხებთ, ვერ ვასწრებთ, ვეძებოთ მიზეზები, ეს უფრო ანალიტიკური გადაცემის თემაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს საკითხი იგნორირებული უნდა იყოს ჩვენს მიერ. თავი ავარიდოთ იმიტომ, რომ „უხერხული" თემაა".
„რაც უფრო მეტს, უფრო სწორად ვისაუბრებთ ამ თემაზე, ჩვენს შვილებთან, გაზეთში, რადიოთი, ტერლევიზიით, მით უფრო ნაკლები შანსი ექნება მოძალადეს, რომ დაუსჯელად იპარპაშოს".
„მთავარია, საზოგადოებამ ჩვენი დახმარებით გააცნობიეროს, რა არის ამის გამომწვევი მიზეზები, მთავარია, ახალგაზრდები აღიზარდონ სწორი ფასეულობებით, გააკეთოს ანალიზი, რა არის კარგი, რა არის ცუდი..."
„ეს არ უნდა იყოს სკანდალის თემა, თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ არის ასეთი დაკვეთაც. მაგრამ - ძალადობის მსხვერპლის დაცვა ჩვენი აზრით, ყველაზე დიდი სიკეთეა..."
-ასეთი იყო ჟურნალისტების პოზიცია.
გადაცემის რეზონანსმა აჩვენა, რომ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია მსგავსი საკითხების ირგვლივ საუბარი.