ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:50
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 16 » ტრენინგი თემაზე - ეფექტური კომუნიკაცია და აქტიური ადვოკატირება
11:48
ტრენინგი თემაზე - ეფექტური კომუნიკაცია და აქტიური ადვოკატირება


 „მე უფრო ძლიერი მივდივარ ამ ტრენინგიდან, მიმაქვს ახალი იდეები და თემები".

„ეს ტრენინგი ძალიან სასარგებლო იყო ყველა ჩვენთაგანისთვის, განსაკუთრებით - პრაქტიკული და თეორიული მასალის ერთობლიობა".

„გამოიკვეთა საკითხები, რომელთა ირგვლივ ადგილობრივ ხელისუფლებასთან დიალოგი აუცილებელია".

„არა მარტო ადვოკატირების კუთხით გამოცდილების ანალიზი მოხდა, ბევრი ახალი უნარ-ჩვევებიც შევიძინეთ".

„გავიმყარეთ ცოდნა გენდერთან დაკავშირებულ საკითხებში. გავაანალიზეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი - შევხედოთ პრობლემებს გენდერული ხედვით. ეს ყველაფერი ჩვენს მუშაობაში დიდ დახმარებას გაგვიწევს".

- ასე შეფასდა სამდღიანი მუშაობა მონაწილეთა მხრიდან. ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობდნენ ამომრჩეველ ქალთა ლიგის წევრები  დასავლეთ საქართველოს რვა ქალაქიდან მიზნად ისახავდა მათი ცოდნის გაღრმავებას გენდერული თანასწორობის, ლიდერობისა და კომუნიკაციის, სამოქალაქო ინტერესების დაცვის, პანელური დისკუსიების წარმართვის საკითხებში.     

 როგორც შეფასებებში გამოიკვეთა, ისინი გეგმავენ ადვოკატირების უნარ-ჩვევების გამოყენებას თავიანთ თემებში არსებული პრობლემების გადასაჭრელად. 

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 914 | დაამატა: moderatori | ტეგები: US Embassy | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 22
სტუმარი: 22
მომხმარებელი: 0