შაბათი, 20.04.2024, 00:45
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » სექტემბერი » 19 » შეხვედრა სენაკის საკრებულოს წევრ ქალბატონებთან
22:03
შეხვედრა სენაკის საკრებულოს წევრ ქალბატონებთან

სენაკის საკრებულოში შედგა ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლების შეხვედრა საკრებულოს წევრ ქალბატონებთან - თამილა სორდიასთან, ნატალია ხუბუასთან და დინარა ხუხუასთან.

შეკრებილებმა მიიღეს ინფორმაცია ახალი პროექტის შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პროექტში საკრებულოს წევრების მონაწილეობაზე.

ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლების თქმით, პროექტი პილოტური და ინოვაციურია, რადგან რეგიონალურ დონეზე არ არსებობს გენდერული საკონსულტაციო საბჭოები. ეს პირველი პრეცედენტია, როცა პროექტის ფარგლებში იქმნება მსგავსი არაფორმალური საბჭოები დასავლეთ საქართველოს სამ ქალაქში (ქუთაისი, სენაკი და ოზურგეთი).

საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, რომ მათი აქტიურობა, გარკვეულწილად, ფონდი „სოხუმის" დამსახურებაა და ისინი მზად არიან ორგანიზაციასთან შემდგომი თანამშრომლობისათვის  გენდერული საბჭოს შემადგენლობაში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 803 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0