მთავარი »
2014 » აგვისტო » 25 » შეხვედრა სენაკის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოში
22:42 შეხვედრა სენაკის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოში |
|
25 აგვისტოს შედგა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მერვე სხდომა.
დღის წესრიგის თანახმად, საბჭოში ჩაერთნენ ახალი წევრები - საკრებულოს დეპუტატები ნანა ალანია და ელისო ცაგურია, რომლებიც მზად არიან, თავიანთი წვლილი შეიტანონ ქალაქის გენდერული პოლიტიკის შემუშავებაში.
საბჭოს წევრებმა მიიღეს ინფორმაცია იურისტის დახმარებით მოგვარებული პრობლემებისა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
აქტიური დისკუსია გაიმართა ერთ-ერთი საპროექტო იდეის გარშემო, რომელიც უკავშირდება ახალგაზრდა მშობლებისა და საბავშვო ბაღის პედაგოგების სამოქალაქო განათლებას გენდერისა და ეკო-სანიტარიის საკითხებზე.
საბჭოს წევრების თქმით, პროექტი არა მარტო აამაღლებს მიზნობრივი ჯგუფების ცოდნას, არამედ გამოავლენს პრობლემებს და მათი მოგვარების გზებსაც დასახავს.
პროექტიხორციელდებაგაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 741 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |