ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:18
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » სექტემბერი » 18 » სენაკის საკრებულო მზადაა, აქტიურად ჩაერთოს მუშაობაში
23:00
სენაკის საკრებულო მზადაა, აქტიურად ჩაერთოს მუშაობაში

სენაკის საკრებულო მზადაა, აქტიურად ჩაერთოს მუშაობაში, რათა მიღწეულ იქნას გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი პროექტის მიზნები.

ფონდი „სოხუმის წარმომადგენლები შეხვდნენ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ზურაბ ხაბურზანიას.

შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის გაცნობას (ახალი ინსტიტუციონალური მოდელის - გენდერული საკონსულტაციო საბჭოების შექმნა დასავლეთ საქართველოს სამ ქალაქში: ქუთაისში, სენაკსა და ოზურგეთში) და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე მსეჯლობას.

სენაკის საკრებულოს ფონდ „სოხუმთან" ნაყოფიერი და პოზიტიური თანამშრომლობა აკავშირებს, რის შედეგადაც, ბატონი ზურაბის თქმით, გაიზარდა მოქალაქეთა ნდობა საკრებულოს მუშაობის მიმართ.

„სენაკის საკრებულო მზადაა, აქტიურად ჩაერთოს გენდერული საკონსულტაციო საბჭოების მუშაობაში გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის", - აღნიშნა ზურაბ ხაბურზანიამ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის

 გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 782 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 40
სტუმარი: 40
მომხმარებელი: 0