მთავარი »
2015 » თებერვალი » 1 » სემინარი ტრენერებისათვის თბილისში
23:11 სემინარი ტრენერებისათვის თბილისში |
|
თბილისში ჩატარდა სამდღიანი სემინარი ტრენერებისათვის არტთერაპიის მეთოდების გამოყენების კუთხით ფსიქოლოგიაში, პედაგოგიკაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ტრენინგი მიჰყავდა რუსეთიდან ჩამოსულ სპეციალისტს ნატალია ნელიდოვას.
„მეტაფორულ ასოციაციურ ბარათებს ოცწლიანი ისტორია აქვთ. ეს არის ინსტრუმენტი რომელმაც მრავალგზის დაადასტურა ეფექტურობა. მას იყენებენ ოჯახურ თერაპიასთან, გეშტალტთერაპიასთან, არტთერაპიასთან ერთად... - აღნიშნავს ტრენინგის მონაწილე, ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე. - გარკვეული ბარათის აღება არ არის შემთხვევითი. ჩვენ ვუყურებთ სურათს და სიტყვები და სახეები თავისდაუნებურად ჩნდება და ხვდება არსში, ხსნის გულში ღრმად ჩამალულსაც კი. ეს გასაოცარია. მაგრამ გასაოცარია ისიც, რომ ადამიანები ერთი და იმავე ბარათების სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას აკეთებენ. ეს მეთოდი გვეხმარება ნდობითი ატმოსფეროს შექმნაში, რთული სიტუაციის გარკვევაში“.
ტრენინგმა მონაწილეებს ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოლოგიური მუშაობის ახალი შესაძლებლობები დაანახა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
კატეგორია: ტრენინგ-სემინარები |
ნანახია: 827 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 5.0/1 |