ორგანიზაცია Kvinna till Kvinna-ს მიერ მოწვეულმა კონსულტანტმა ალბინა შუისკაიამ, ფონდი„სოხუმის" თანამშრომლებისათვის17-18 სექტემბერს ორდღიანი სემინარი ჩაატარა თემაზე - პროექტების დაგეგმვა და მართვა. მსგავს ტრენინგებს იგი იმ 22 ორგანიზაციაში მართავს, რომლებიც Kvinna till Kvinna-ს ქსელის წევრები არიან.
- გლობალური მიზნების განსაზღვრა, უშუალო ამოცანა, პროექტის მუშაობა და რეზულტატები, პროექტის სხვადასხვა ეტაპების ინდიკატორებისა და კონტროლის მექანიზმების შერჩევა - მწვრთნელი შეეცადა მონაწილეებთან ერთად სწორედ ამ ელემენტების გათვალისწინებით პროექტის ლოგიკური სქემა შეექმნა.
ფონდი „სოხუმის"თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო, რადგან პროექტის შექმნის ლოგიკური სქემა, რომელიც ორი დღის განმავლობაში მათი მონაწილეობით განიხილებოდა, პირდაპირ კავშირშია მომავალ საქმიანობასთან, რაც სხვადასხვაღონისძიებების დაგეგმვას და ანგარიშების მომზადებას გულისხმობს.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.