ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:25
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ივნისი » 30 » საზოგადოებრივი დებატები ხონში
10:45
საზოგადოებრივი დებატები ხონში

საზოგადოებრივი დებატებითემაზე: "განქორწინება გამოსავალი, თუ მორიგ პრობლემებთან შეჯახება" ჩატარდა ხონში, ფონდ "სოხუმის" ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. მასში მონაწილეობდნენ: პედაგოგები, სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები, დევნილი ქალბატონები, მოწვეული ექსპერტები.

ექსპერტთა მიერ წარმოდგენილი იქნა განქორწინების სტატისტიკური მონაცემები

ხონის მაშტაბით. გაკეთდა ანალიზი განქორწინების მიზეზებსა და სოციალურ შედეგებზე. ხაზგასმული იქნა, რომ განქორწინებები ძალადობის შემთხვევაში იშვიათია. ის უფრო ხშირია არასრულწლოვანთა ქორწინებისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე.

დებატებში გამოიკვეთა, რომ განქორწინებისას უმეტეს შემთხვევაში დაზარალებული რჩება ბავშვი და ქალი. ქალისთვის განქორწინება ახალი პრობლემების, ხოლო ბავშვისთვის გაორებული ცხოვრების დასაწყისია.

სხვა საჯარო შეხვედრების მსგავსად, აქაც კრიტიკის ქარცეცხლში გატარდა უკონტროლო საინფორმაციო სივრცე და მისი მავნე სოციალური შედეგები.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 1047 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 43
სტუმარი: 43
მომხმარებელი: 0