ოთხშაბათი, 24.04.2024, 15:48
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 7 » სამშვიდობო საქმიანობის შეფასება ტრენინგზე
17:54
სამშვიდობო საქმიანობის შეფასება ტრენინგზე


შეფასებითი ტრენინგი - ასე უწოდეს ფონდ „სოხუმში" ჩატარებულ ტრენინგ-სემინარს, რომლის მონაწილეები ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულებული სამშვიდობო საქმიანობის შეფასებას შეეცადნენ.

ინტერაქტიული მეთოდებით, დისკუსიებით თუ ჯგუფური სავარჯიშოებით მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ შემდეგ საკითხებზე:  რამდენად არის დღეს საქართველოში ქალის როლი შეფასებული, არის თუ არა მისი პოტენციალი გამოყენებული სამშვიდობო საქმიანობაში.

მონაწილეებმა იმსჯელეს იმ ძირითად მიზეზებზე, რომელიც ხელს უშლის და აფერხებს ქალის პოტენციალის გამოყენებას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის.

 მონაწილეებმა ტრენინგს მნიშვნელოვანი უწოდეს, მათი აზრით, საშუალება მიეცათ გენდერული კუთხით სერიოზული ანალიზი გაეკეთებინათ, რა პოზიტიურ შედეგს მოიტანდა ქალის პოტენციალის სრულად გამოყენება მოლაპარაკებათა პროცესებში. ანალიზისას გამოიკვეთა, რომ ქალის რესურსის ჩართვა ამ პროცესებში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებაში სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს.

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

 


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 786 | დაამატა: moderatori | ტეგები: KTK | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0