შაბათი, 20.04.2024, 13:42
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » თებერვალი » 17 » საინფორმაციო შეხვედრა ინტელიგენციის წარმომადგენლებთან
20:49
საინფორმაციო შეხვედრა ინტელიგენციის წარმომადგენლებთან

17 თებერვალს ფონდი "სოხუმის” ოფისში შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც  აფხაზეთის მეხუთე და მეექვსე, ქუთაისის მეჩვიდმეტე  საჯარო სკოლების პედაგოგები, დევნილთა პოლიკლინიკის ექიმები შეიკრიბნენ. საუბრის თემა იყო ქართველი და აფხაზი ექსპერტების კვლევის "დიალოგის პროცესი  უსაფრთხოების გარანტიების ირგვლივ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში” განხილვა და მონაწილეთა პოზიციების დაფიქსირება უსაფრთხოების გარანტიებზე, ომის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების აქტუალობაზე და მისი დაცვის მექანიზმებზე.

"სამწუხაროა, რომ ამ საკითხების ირგვლივ დისკუსიები წლების წინათ არ შედგა. ბევრი ჩვენთაგანი დღემდე იმ განცდით მოვიდა, რომ ეს საკითხები ყოველთვის ჩვენგან შორს, ჩვენი აზრის გათვალისწინების გარეშე წყდება”. - ითქვა შეხვედრაზე.

 "შეთანხმება ომის განუახლებლობაზე აუცილებელია, რათა მხარეებს შორის ნდობა  დამყარდეს”, -თვლიან მონაწილეები.  თუმცა, ამასთან ერთად ყურადღებას ამახვილებენ იმ საშიშროებაზე,  რომლებიც  საქართველოსთვის ფრიად რეალურია, თუ არ მოხდა გარანტიების სრულყოფილი მექანიზმების შემუშავება.

გამოიკვეთა საკითხები, რომელთაც მონაწილეებმა პრინციპული მნიშვნელობა მიანიჭეს:

 "ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ქართული მხრიდან აფხაზეთის ნებაყოფლობით ჩაბარების ტოლფასი არ უნდა გახდეს”; "ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაში დევნილების საკითხი გვგონია. სანამ საქართველოში თუნდაც ერთი დევნილი იქნება, არ შეიძლება ლაპარაკი წარმატებაზე მოლაპარაკებების კუთხით, თუმცა ვთვლით, რომ გონიერ კომპრომისებზე ორივე მხარე უნდა წავიდეს”.

   შეხვედრის  ბოლოს მონაწილეებმა   საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს. 

 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1204 | დაამატა: admin | ტეგები: IA | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0