მთავარი » 2015»თებერვალი»15 » რადიოსიუჟეტი - სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შესახებ
00:14
რადიოსიუჟეტი - სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შესახებ
რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერით სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ამსახველი სიუჟეტი გავიდა. გაშუქდა საკითხები, რომელთა ადვოკატირებასაც ეწევა სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბი გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით - მათ შორის სენაკში მცხოვრები დევნილთა ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების, ფართების დაკანონების საკითხები.
რადიოსიუჟეტმა იმ პროექტზეც მოგვითხრო, რომელსაც გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები ახორციელებენ სკოლამდელ დაწესებულებებში გენდერული განათლების კუთხით. ამ პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგზე გამოიკვეთა აღზრდის კუთხით არსებული პრობლემები, ბავშვთა მიმართ ძალადობის ფსიქო-სოციალური ასპექტები.
საბჭოს წევრებმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში ჩასატარებელ აქტივობებზეც. ითქვა, რომ პროექტის აქტუალურობა კიდევ უფრო გამოიკვეთა.