კვირა, 24.11.2024, 02:08
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » თებერვალი » 24 » რადიოგადაცემა “ძველი ქალაქის” ეთერით
22:04
რადიოგადაცემა “ძველი ქალაქის” ეთერით




მორიგი რადიოგადაცემა ციკლიდან  "ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება” რადიო "ძველი ქალაქის” მსმენელს სპეციალისტების,  უბრალო ადამიანების,  თვითონ ძალადობის მსხვერპლი ქალების მოსაზრებას სთავაზობს  ოჯახში ძალადობის საზოგადოებისათვის მეტად მტკივნეულ თემასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.


...ფონდი "სოხუმის” ფსიქოლოგი ფსიქო-რეაბილიტაცის პროგრამაზე საუბრობს, რომლის ფარგლებში არაერთი ქალის პრობლემა ხდება საცნაური. მისასალმებელია, რომ ფსიქოლოგის ინსტიტუტი თანდათან მკვიდრდება.


...იურიდიული კონსულტაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხება, რომელთა  მეტი წილი 2010 წლის აპრილიდან შედის ძალაში.


...რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემა პირდაპირ უკავშირდება ქალის ოჯახში ძალადობისაგან დაცვის საკითხს, - ასე თვლიან  სპეციალისტები, რომლებიც ფონდის თაოსნობით არიან ჩართული   პროგრამაში.


...ფორუმ თეატრი საუკეთესოდ ასრულებს თავის მისიას: წარმოდგენის შემდეგაც არ წყდება დისკუსიები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ამ პროცესში კი ერთნაირად აქტიურად ერთვება ახალგაზრდობა, საშუალო და უფროსი თაობის ადამიანები. მთავარი აქცენტი, ინტერვიუერთა მოსაზრებით,  ზოგადი სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე, ოჯახის თითოეული წევრის პიროვნულ პასუხისმგებლობაზე, გვერდით მდგომის თანაგრძნობასა და მისი მისწრაფებების  პატივისცემაზე უნდა გაკეთდეს.  
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1297 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 38
სტუმარი: 38
მომხმარებელი: 0