მთავარი »
2010 » ნოემბერი » 29 » ფსიქოლოგისა და იურისტის კონსულტაციები ქალთა მხარდაჭერის ცენტრში
11:10 ფსიქოლოგისა და იურისტის კონსულტაციები ქალთა მხარდაჭერის ცენტრში |
|
ზუგდიდში, ხურჩას ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგის შეხვედრა მოეწყო დევნილ ქალებთან. მონაწილეებმა პირველად მოისმინეს ინფორმაცია ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის შესახებ. ისაუბრეს ძალადობის ფორმებზე. მონაწილეთა აზრით ისინი კონფლიქტისპირა სოფელში ცხოვრობენ და მუდმივად არიან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი, რადგან საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება.
პარალელურად იმავე ცენტრში ფონდი „სოხუმის" იურისტმაც გამართა კონსულტაციები დევნილ ქალებთან. მონაწილეებს დაურიგდათ კამპანიის ამსახველი პოსტერები, კალენდრები, საინფორმაციო ფურცლები. მიეწოდათ ინფორმაციები 16-დღიან კამპანიაზე.
შეხვედრის მეორე ნაწილში იურისტმა მონაწილეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. |
|
კატეგორია: კონსულტაციები |
ნანახია: 962 |
დაამატა: moderatori
| რეიტინგი: 0.0/0 |