ხუთშაბათი, 25.04.2024, 19:54
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » მარტი » 29 » ფსიქოლოგის კონსულტაციები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში
01:07
ფსიქოლოგის კონსულტაციები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

ხონის, წყალტუბოს, ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა 6 ჯგუფური  საკონსულტაციო შეხვედრა ფსიქოლოგთან. შეხვედრებს ესწრებოდნენ 17-დან 55-წლამდე ასაკის აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონები.

შეხვედრების თემა იყო „თანამედროვე ქალი - როგორი უნდა იყოს ის", ხოლო მიზანი -  ყოველდღიურობის ტვირთით დამძიმებული ქალების ფსიქოლოგიური კონსულტაციები.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს იმაზე, რომ დღეს ქალი ძალიან დატვირთულია, ხშირად მისთვის შეუფერებელ საქმეს ეჭიდება. მას ხშირად უწევს საკუთარი ძლიერების დამტკიცება;  ყოველდღიურობასთან ბრძოლაში ის კარგავს ქალურობას, იძენს მამაკაცურ თვისებებს.

 „არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქალი ყველა დროში სინაზის, სიკეთისა და სიყვარულის სიმბოლო იყო. სწორედ ქალებს აქვთ, მამაკაცებისგან განსხვავებით, მეექვსე გრძნობა - ქალური ინტუიცია, რაც მათ დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარება. ქალს უნდა უყვარდეს, პატივს უნდა სცემდეს საკუთარ თავს. ქალებმა  უნდა იზრუნონ იმისათვის, რომ  ქალურობა არ დაკარგონ", - გვირჩევს ფსიქოლოგი.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 881 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0