მოდური პროფესიები და დასაქმების პერსპექტივები -
ფოთში ჩატარებულ დებატებზე ახალგაზრდებმა ამ საკითხების ირგვლივ აქტიური დისკუსია
გამართეს.
მონაწილეთა უმრავლესობამ დააფიქსირა, რომ მოდურ
პროფესიებს შორის ლიდერობს ეკონომიკური, ბიზნესის, უცხო ენების ფაკულტეტები, რადგან ამ
სფეროებში მეტი პერსპექტივაა დასაქმების კუთხით. თუმცა, საერთო მოსაზრებით, უმაღლესი
განათლების დიპლომი ვერ იძლევა ვერანაირ გარანტიას.
- როგორ ვიშოვოთ სამუშაო, როგორ დავაინტერესოთ დამსაქმებელი, რა არის
ამისთვის საჭირო - დისკუსია ამ მიმართულებით განვითარდა.
ახალგაზრდების აზრით, არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა, შეხვედრები და ტრენინგები ზრდის თვითშეფასებას და ეხმარება ადამიანს საკუთარი ძლიერი მხარეების წარმოჩენაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის"
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი) |