კვირა, 24.11.2024, 01:20
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » იანვარი » 30

ხონში 16 იანვარს იურისტის საინფორმაციო შეხვედრას 12 ქალბატონი ესწრებოდა. საუბარი შეეხო სასამართლო სისტემასა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს.

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი გამოირჩევა იურისტთან მომართვიანობის კუთხით. 16 იანვარს საინფორმაციო შეხვედრაზე 13 ქალბატონმა იურისტთან ერთად ადამიანის უფლებათა  დამცველ ორგანიზაციებზე ისაუბრა.

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში 23 იანვარს ჩატარებულ შეხვედრას 14 ქალბატონი და გოგონა დაესწრო. მთავარ თემად შეარჩიეს ქორწინების რეგისტრაცია და ქორწინების ხელშეკრულება, როგორც საკუთრების დაცვის კარგი მეთოდი. გაგრის ქუჩის #10 ბინის მცხოვრებთა უმრავლესობის თხოვნით დაიწერა და გაიგზავნა განცხადება ფოთის დევნილთა განყოფილების სახელზე, რათა შეკეთდეს საცხოვრებელი სახლი.

წყალტუბოში  22 იანვარს  კონსულტაცია გაიმართა სოციალურ კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ომში დაღუპულ - მარჩენალდაკარგულ ოჯახს, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, გადაეცემა 500 ლარი.

ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის იურისტს განსაკუთრებული მუშაობა უწევს, რადგან ის, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციებს ატარებს ხურჩასა და ნაბაკევში. 24 იანვარს მან მიიღო ნაბაკევის მცხოვრებნი, რომელთაც პასპორტებისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილების პრობლემა აქვთ.

 

შეხვედრებზე ქალბატონებს აქვთ საშუალება, გაიგონ თავიანთი უფლებების შესახებ, მიიღონ შესაბამისი კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე, სწორად შეარჩიონ ადრესატი და მოაგვარონ პრობლემები ფონდი „სოხუმის" იურისტების დახმარებით.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 774 | დაამატა: admin | თარიღი: 30.01.2014

ფონდი „სოხუმის" იურისტმა იანვარში მოაწყო ექვსი შეხვედრა ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილებთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 19-დან 65 წლამდე ქალებმა და მამაკაცებმა. იურისტმა გასცა კონსულტაციები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე - დამსწრეთა ძირითადი ინტერესი გამოიწვია დევნილთა შესახებ კანონში შესატანმა ცვლილებებმა - კანონპროექტმა, განსახლების კრიტერიუმებმა, სახელმწიფო სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ხორციელდება დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი.

შეხვედრის მონაწილეებისთვის აქტუალური იყო აგრეთვე განქორწინებისა და არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ალიმენტის დანიშვნის საკითხები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 753 | დაამატა: admin | თარიღი: 30.01.2014

გოგონებთან შეხვედრებს კვლავაც დიდი ინტერესი ახლავს. იანვარში ჩატარდა 6 შეხვედრა, რომლებზეც განიხილეს კანონი ოჯახი ძალადობის შესახებ. თემა საინტერესო აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის. დისკუსიები წარიმართა ცხოვრებისეული მაგალითების მოხმობით.

 

ქუთაისი, 15. 01.14 - კანონის განხორციელება მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს საზოგადოებაში  - ასე მიაჩნია შეხვედრის 12-ვე მონაწილეს, თვითონ კი, ხშირი შეხვედრების შედეგად, შესწევთ ძალა საკუთარი უფლებების დაცვისათვის.  

 

ფოთი, 16.01.14 - შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 13 გოგონამ და 3 ბიჭმა. ბევრი შეკითხვა  გამოიწვია აუბარმა დამცავი მექანიზმების შესახებ. ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „ქართული ცნობიერება არ არის მზად მსგავსი ცვლილებებისთვის. პატრულის დახმარებით ოჯახური პრობლემის გადაჭრა ძალიან ძნელია".

 

წყალტუბო, 17.01.14 - 12 გოგონა ინტერაქტივის გზით მსჯელობდა კანონზე. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ „კანონი არსებობს, მაგრამ მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში არ იყენებს მას, რადგან იმედი არ აქვს." სწორედ ამისთვისაა საჭირო  მეტი მუშაობა საზოგადოებასთან.

 

ხონი, 20.01.14.14 მოილეს შორის გოგონებიც იყვნენ და ბიჭებიც. ბიჭები განსაკუთრებით აქტიურობდნენ, ისაუბრეს ძალადობის შემაშფოთებელ სტატისტიკაზე, მის მიზეზებზე. გიორგი ნაჭყებიას თქმით, „საზოგადოება ცალკეა და კანონი ცალკე დგას, ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი უფლებების შესახებ, მსგავსი შეხვედრები შეცვლის საზოგადოების ნობიერებას."

 

სენაკი, 23. 01.14 – 15 მონაწილიდან ზოგი აქედანვე ქმრის მიმართ მორჩილებაზე ლაპარაკობს, ზოგი - თავისი პოზიციის გამყარებაზე. კანონი კი თითქმის ყველას ძალადობის პრევენციისთვის კარგ ინსტრუმენტად მიაჩნია.

 

კოკი, 27.01.14 - აქ ყველაზე მეტი, 17 მონაწილე იყო და დისკუსიაც საინტერესოდ მიმდინარეობდა. მონაწილეთა უმეტესობა მაინც იმ აზრზეა, რომ, თუმცა საზოგადოებაში პრობლემა არსებობს, ტრადიციების გამო, ამ კანონს ქალი ვერ გამოიყენებს და თავს ვერ დაიცავს. არ უარყოფენ იმასაც, რომ სტერეოტიპები უნდა დაიმსხვრეს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 743 | დაამატა: admin | თარიღი: 30.01.2014

ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგის საუბრის ძირითადი თემა იყო აგრესია თანამედროვე ცხოვრებაში. ქალებისთვის აქტუალური სხვა საკითხების გარდა, ეს თემა საკმაოდ აქტიურად განიხილებოდა.

აგრესიას უამრავი სინონიმი აქვს: ძალადობა, მტრობა, ბრაზი, ბოროტება. შეხვედრებზე ლაპარაკობდნენ აგრესიის მიზეზებზე და იმაზეც, როგორ ავიცილოთ თავიდან.

ფსიქოლოგის ერთ-ერთი რჩევა - თუ გინდათ, გავლენა იქონიოთ ადამიანზე, განსაკუთრებით ეფექტურია წახალისებისა და დასჯის სისტემა, მაგრამ საჭიროა ბალანსის დაცვა.

-ასეთ შეხვედრებზე ემოციების კონტროლსვსწავლობთ, ვხედავთ ჩვენი ახლობელი ადამიანების ქცევის მიზეზებს, - აღნიშნა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 

იანვარში ქუთაისში ჩატარდა 2 ინდივიდუალური კონსულტაცია და 6 ჯგუფური შეხვედრა ფსიქოლოგთან. შეხვედრებს ესწრებოდა 19-დან 65 წლამდე ასაკის 68 ქალი.

ხურჩის, სენაკისა და ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა  ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები. მათში მონაწილეობა მიიღო 37 ქალმა - 18-დან 58 წლამდე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 924 | დაამატა: admin | თარიღი: 30.01.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0