საინტერესოდ წარიმართა ვორკშოპი გოგონებთან, რომლის განხილვის თემა იყო
ოჯახური კონფლიქტები და მათი მართვის მექანიზმები.
მონაწილეებმა ცოცხალი მაგალითებით განიხილეს, როგორ იწყება
და ვითარდება ოჯახური კონფლიქტები, როგორ „ჩნდება" მსხვერპლი
და მოძალადე.
ახალგაზრდების აზრით, ოჯახური კონფლიქტები ყოველთვის არსებობდა, მხოლოდ არ
ხმაურდებოდა იმ მოტივით, რომ საქმე ამ ოჯახების პრესტიჟს ეხებოდა.
მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ძალადობის წინაპირობა კონფლიქტია. რაც უფრო მეტად
ღრმავდება დაპირისპირება, მით უფრო ნაკლებია მისი მოგვარების შანსი.
ქუთაისსა და სენაკში გამართულ ვორკშოპებზე მონაწილეებმა
დააფიქსირეს, რომ ახალი თაობა უფრო მეტად არის ინფორმირებული საკუთარ უფლებებზე, ეს
კი ხელს უწყობს პრობლემის მოგვარებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია) |