პარასკევი, 19.04.2024, 18:12
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » იანვარი » 16

საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭო პირველად შეიკრიბა. სხდომაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რა მიზნებს ისახავს პროექტი, განისაზღვრა საბჭოს საქმიანობის სტრატეგია, გაკეთდა სამუშაო გეგმის მონახაზი. 

შეკრებაზე არჩეული იქნა საბჭოს თავმჯდომარე და მოადგილე. მოხდა შეთანხმება   საბჭოს დებულების ძირითად პრინციპებზე.  როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, მათთვის მისაღებია საბჭოს მუშაობის საკონსულტაციო და კონსტრუქციული ხასიათი და  ორიენტირება სოციალური სამართლიანობის მხარდაჭერისკენ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე (მათ შორის ქალთა) ჯგუფების მდგომარეობის შემსუბუქებისა და  ბიუჯეტში გენდერული მიმართულებების მაქსიმალური გათვალისწინებისკენ.

ითქვა, რომ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის და სოციალური პროექტების შექმნაში მონაწილეობა, იქნება ეს ახალი ინიციატივების წამოწევა  თუ არსებული პროგრამების ხარვეზების გასწორება. მთვარია, რესურსები სწორად განაწილდეს და საბჭოს წინაშე რეალური გეგმები იქნეს დასახული. 

საკრებულოს წევრების აზრით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისიც, რომ  ბოლო მოწვევის საკრებულოს საკმაოდ ცოტა დრო დარჩა უფლებამოსილების გასვლამდე, ამიტომ  სასურველია მათი სახით არსებული რესურსის მაქსიმალურად გამოყენება.

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 831 | დაამატა: admin | თარიღი: 17.01.2014

ახალი წლიდან სენაკის ახალგაზრდულმა ცენტრმა მუშაობა დებატებით განაახლა. ახალგაზრდებმა აქტუალურად მიიჩნიეს და სადისკუსიოდ  აირჩიეს შემდეგი საკითხი -  რელიგიური უმცირესობები  და საზოგადოება.

დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ აღნიშნული პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში ნამდვილად არსებობს, დასახელდა კონკრეტული მაგალითები, როცა სხვადასხვა  სექტების მიმდევრები ყოფილან საზოგადოების თავდასხმის ობიექტები, რაც ხშირად კონფლიქტით დასრულებულა.

ახალგაზრდების საერთო მოსაზრებით, რელიგიური უმცირესობების უფლებები არ უნდა დაირღვეს და აუცილებელია საზოგადოება  მათ მიმართ უფრო ტოლერანტული იყოს.

მონაწილეთა აზრით, საგანმანათლებლო საუბრები ამ თემაზე უფრო ხშირად უნდა იმართებოდეს, განსაკუთრებით მოზარდებთან, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ნეგატიურ შედეგებს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 719 | დაამატა: admin | თარიღი: 17.01.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0