სენაკის მესამე საჯარო სკოლა 450 (მათ შორის 10-მდე მოსწავლე ეთნიკური უმცირესობის
წარმომადგენელია) მოსწავლეს და 54 პედაგოგს აერთიანებს. სკოლის დირექტორის მაკა ნანეიშვილის თქმით, სკოლა წარმატებით
ახორციელებს სხვადასხვა კულტურულ-საქველმოქმედო ღონისძიებას.
-სკოლის
ინიციატივით საშობაოდ მსვლელობა მოეწყო, შემოწირულობა, რომელიც მოსახლეობამ გაიღო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელებს გადაეცათ.
აქტიური სასკოლო ცხოვრების მიუხედავად, პედაგოგები აღნიშნავენ, რომ პრობლემაც არაერთია. სკოლის რეაბილიტაციის მიზნით, უკვე დაწყებულია პრობლემის
ადვოკატირება, მათ უკვე განცხადებით მიმართეს სენაკის მუნიციპალიტეტს, რომელიც შუამდგომლობას გაუწევს
განათლების სამინისტროსთან.
შეხვედრას ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ - სკოლის
მოსწავლე კარინა უსტიანი და პედაგოგი კარინა არუთინოვა. მათი თქმით, სენაკში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები თავს კარგად გრძნობენ, არ არის ინტეგრაციის პრობლემა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით |