ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელი ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგებსა
და მოსწავლეებს შეხვდა - გააცნო ფონდი „სოხუმის" მუშაობა, აღნიშნა, რომ ოზურგეთში ჩამოყალიბდა გენდერული საკონსულტაციო
საბჭო.
სკოლა 120 წელზე მეტს ითვლის. რუსულენოვან სკოლაში ამჟამად მხოლოდ ქართული სექტორი
დარჩა, თუმცა სკოლაში დღემდე სწავლობენ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები - რუსები,
სომხები, იეზიდები...
როგორც სკოლის დირექტორი ტარიელ კალანდაძე აცხადებს, სკოლაში ყველანაირი პირობაა შექმნილი, რათა მოსწავლეებმა ნორმალური სწავლა-განათლება მიიღონ. მაგრამ ერთ-ერთი პრობლემაა
ის, რომ არ არის სპორტული დარბაზი. არადა,
როგორც გვითხრეს, სკოლის ეზოში
არის შენობა, რომელიც შეიძლება გადაკეთდეს სპორტულ დარბაზად, მაგრამ ამისათვის საჭირო სახსრები
სკოლას არ გააჩნია.
სწორედ ამ პრობლების გატანა სთხოვეს
ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელს
ახალშექმნილ გენდერულ საკონსულტაციო საბჭოზე.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით |