| ხურჩის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი
დებატები ჩატარდა თემაზე „აზარტული თამაშები". შეხვედრას 16 ახალგაზრდა ესწრებოდა:
ზუგდიდის, კოკისა და ხურჩის მცხოვრებლები, სტუდენტები, მოსწავლეები, სენაკის ახალგაზრდული
ცენტრის წარმომადგენლები. მათმა მონაწილეობამ კიდევ უფრო საინტერესო გახადა შეხვედრა.
თემა აქტუალური აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის,
რადგან დამსწრეთა ურავლესობა აქტიური მოთამაშეა და, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულმა
მათგანმა იცის აზარტის მავნებლობის შესახებ, მათთვის უარის თქმა ძალზე რთულია.
როგორც აღინიშნა, სტატისტიკურად,
ქვეყნის მოსახლეობის 35% გატაცებულია აზარტული თამაშებით, რაც ზრდის ქვეყანაში კრიმინალის
დონეს და ოჯახების ნგრევის ფაქტებს. ახალგაზრდებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ აზარტული
სენისგან გათავისუფლება სხვა გატაცებებით არის შესაძლებელი: კითხვით, ინტელექტის ამაღლებით,
სპორტით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვით...
დებატებზე გაჩნდა ანტიაზარტული პროპაგანდის
რამდენიმე ინიციატივა. ახალგაზრდებმა შემდგომ ღონისძიებებში მონაწილეობის დიდი სურვილი
გამოთქვეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის"
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი) |