კვირა, 24.11.2024, 03:47
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ფორუმ-თეატრები

ქუთაისის ქართულ-ამერიკულმა სკოლა „პროგრესმა" დიდი ინტერესი გამოხატა  ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრის  მიმართ. ეს წარმოდგენის დაწყების პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა.

მოსწავლეები და პედაგოგები აქტიურად ჩაერთნენ თამაშში, ისე, როგორც ამას ფორუმ-თეატრის  სპეციფიკა მოითხოვს.

მოსწავლეებმა თავიანთი მოსაზრებები გამოხატეს კითხვარებში, რომლებიც დაურიგდათ.

ანი ასათიანი: „ძალიან მომწონს მსგავსი წარმოდგენები, რომლებიც ნათლად გამოკვეთენ ადამიანებს შორის ურთიერთდამოკიდებულების  პრობლემებს."

გიორგი შავგულიძე: „საინტერესოა, უცხოა მსგავსი ფორმა და, რაც მთავარია, შემეცნებითია ჩვენს ასაკში, რადგან ფორუმ-თეატრში ყველაფერი ბუნებრივად არის წარმოსახული."

მოსწავლეების ამ შეფასებებიდან ჩანს, რომ წარმოდგენამ თავისი მისია შეასრულა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 1037 | დაამატა: admin | თარიღი: 23.03.2012

60-მდე მოსწავლე დაესწრო ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრის  წარმოდგენას სენაკის მეშვიდე საჯარო სკოლაში.

მაყურებელთა უმეტესობა ჩაება დისკუსიაში. ძირითადად, გოგონები აქტიურობდნენ. ისინი თავად ასრულებდნენ სხვადასხვა როლს და ეძებდნენ გამოსავალს შექმნილი პრობლემური სიტუაციებიდან.

ნარკომანიის თემაზე შექმნილმა მინისპექტაკლმა ვაჟებიც ააფორიაქა. ისინიც ჩაერთნენ თამაშში და დისკუსიაში.

„ეს ძალიან საინტერესო ხელოვნებაა, რომელიც ნათლად წარმოგვიდგენს თაობის პრობლემას", - აღნიშნა ერთ-ერთმა აქტიურმა მაყურებელმა კახა გიორგობიანმა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 885 | დაამატა: admin | თარიღი: 19.03.2012

ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრის მსახიობებმა აფხაზეთის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ექვსი სცენა აჩვენეს. თეატრის რეჟისორი მაგდა ჩიხლაძე ახალგაზრდებს ესაუბრა იმაზე, რომ ფორუმ-თეატრის მიზანია აღმოფხვრას ძალადობა ოჯახსა და საზოგადოებაში.

რეალური სცენების ხილვის შემდეგ ახალგაზრდებს  გულღია საუბრის სურვილი გაუჩნდათ. მოზარდთა მავნე ჩვევების შესახებ (ნარკომანია, უსაქმურობა) დისკუსიაში ბიჭებიც ჩაერთნენ. ამავე სკოლის მოწავლეებმა მარიამ კარტოზიამ და ნინო ყურაშვილმა კი იმპროვიზებული სცენები გაითამაშეს.

„მსგავსი ხასიათის შეხვედრები ახალგაზრდებს სწორი არჩევანის გაკეთებაში ეხმარება."-ითქვა შეხვედრაზე. 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 802 | დაამატა: admin | თარიღი: 27.01.2012

ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში გრძელდება. ამჯერად ფორუმ - თეატრმა თავისი მინი - სპექტაკლები  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და შპს „ ქუთაისის ავტოქარხნის" თანამშრომლებს წარუდგინა

ფორუმ - თეატრს ყველგან ინტერესით ელიან და წარმოდგენების შემდეგ მაყურებელი მსახიობებთან ერთად ცდილობს ძალადობის სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნას. დისკუსიების ყველა მონაწილე თანხმდება იმ აზრზე, რომ ძალადობას, როგორც ბოროტებას უნდა ვებრძოლოთ.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 925 | დაამატა: admin | თარიღი: 08.12.2011


ნიკეას დევნილთა სკოლის მოსწავლეები 16-დღიან საერთაშორისო კამპანიაში ფონდ „სოხუმის" ფორუმ-თეატრის მინი-სცენებით ჩაერთნენ. მოსწავლეები ფორუმ -თეატრის წარმოდგენებით იმდენად დაინტერესდნენ, რომ ცდილობდნენ თავიანთი სიტყვა ეთქვათ, სცენის მსვლელობაზე, ან სულაც ფინალზე, გავლენა მოეხდინათ. მსჯელობდნენ იმაზე,  თუ როგორ შეძლებდნენ მსგავსი დაძაბული სიტუაციების განმუხტვას,  ძალადობისაგან თავის დაღწევას.  

„ასეთი სცენების ხილვა ხელს უწყობს ჩვენს სწრაფვას მშვიდობიანი - არაძალადობრივი ურთიერთობებისაკენ. თუ ოჯახებში არ იქნება ძალადობა, ვფიქრობთ, ჩვენი მომავალიც დაცული იქნება",- ასეთია მოსწავლეების აზრი.


კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 904 | დაამატა: moderatori | თარიღი: 02.12.2011


ფორუმ-თეატრის დატვირთული გრაფიკის ეს დღე ქუთაისურ წარმოდგენას დაეთმო. სატრაქტორო ქარხნის შენობაში ჩასახლებული დევნილები ინტერესით ადევნებდნენ თვალს ახალგაზრდების მიერ დადგმულ სცენებს.

სამწუხაროდ, ასეთი სცენები მათთვისაც ნაცნობია, რადგან ოჯახური ძალადობა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა.

მაყურებელი ჩაერთო რამდენიმე სცენაში და ფორუმ-თეატრის რეჟისორს იდეები შესთავაზა მომავალი წარმოდგენისათვის.   

 


კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 875 | დაამატა: moderatori | თარიღი: 29.11.2011


ანატოლების წინაშე გამოსვლა ყოველთვის საინტერესო და საპასუხისმგებლოა, ამიტომაც განსაკუთრებით ღელავდნენ ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის მსახიობები. ამჯარად მათ უმასპინძლა ქუთაისის №41 საჯარო სკოლამ. დარბაზში მოსწავლეებთან ერთად ისხდნენ პედაგოგები და დირექციის წარმომადგენლები.

დასაწყისში მათ მიიღეს ინფორმაცია 16-დღიანი კამპანიის შესახებ და მის ფარგლებში დაგეგმილ ათობით ღონისძიებაზე.

მაყურებლისთვის საინტერესო აღმოჩნდა თითოეული სცენა. ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ ფორუმ-თეატრის პროცესში.

ამგვარი ღონისძიებების აუცილებლობაზე ისაუბრეს პედაგოგებმა.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა შეიტყვეს 10 დეკემბერს ველოსიპედისტთა აქციასთან დაკავშირებით და მასში ჩართვის სურვილი გამოხატეს.


კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 898 | დაამატა: moderatori | თარიღი: 28.11.2011

« 1 2 ... 6 7 8 9 10 11 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0