ფონდი„სოხუმის" ახალგაზრდულმა თეატრმა, უკვე მეორედ, ქალაქ ქუთაისის ოცდამეათე და ოცდამეთერთმეტე სკოლების თვითმმართველობის მიწვევითთავისი მორიგი წარმოდგენები ჩაატარა.
ფორუმ-თეატრის მსახიობებს აღნიშნულ სკოლებში უფროსკლასელებით გადაჭედილი აუდიტორია ელოდათ. მოსწავლეები ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს ძალადობის ამსახველ სცენებს, წარმოდგენების დასასრულს კი აქტიურად მონაწილეობდნენ განხილვაში.
„ფორუმ-თეატრის ღრმა შინაარსით დატვირთული წარმოდგენებიჩვენი საერთო განვითარების დონეს ამაღლებს, გვასწავლის ძალადობის ფორმებისადმი პროტესტის გამოხატვასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას; გვეხმარება სხვადასხვა ცხოვრებისეული, მათ შორის ძალადობის პრობლემის დაძლევაში,"-აღნიშნეს მოსწავლეებმა.
ფონდი„სოხუმის" ახალგაზრდულმა თეატრმა, უკვე მეორედ,
ქალაქ ქუთაისის ოცდამეათე და ოცდამეთერთმეტე სკოლების თვითმმართველობის მიწვევითთავისი მორიგი წარმოდგენები ჩაატარა.
ფორუმ-თეატრის მსახიობებს აღნიშნულ სკოლებში უფროსკლასელებით
გადაჭედილი აუდიტორია ელოდათ. მოსწავლეები ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს ძალადობის
ამსახველ სცენებს, წარმოდგენების დასასრულს კი აქტიურად მონაწილეობდნენ განხილვაში.
„ფორუმ-თეატრის ღრმა შინაარსით
დატვირთული წარმოდგენებიჩვენი საერთო განვითარების
დონეს ამაღლებს, გვასწავლის ძალადობის ფორმებისადმი პროტესტის გამოხატვასა და მის წინააღმდეგ
ბრძოლას; გვეხმარება სხვადასხვა ცხოვრებისეული, მათ შორის ძალადობის პრობლემის დაძლევაში,"-აღნიშნეს
მოსწავლეებმა.
ფორუმ-თეატრმა ქუთაისის მეთოთხმეტე და სენაკის მეორე საჯარო სკოლებში ორი წარმოდგენა გამართა. მოსწავლეები განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდნენ იმ სცენებს, რომლებიც ოჯახში, სკოლასა და მოხუცებისადმი ძალადობის თემას ეხებოდა: „ ფორუმ თეატრის მსახიობები დამაჯერებლად უტევენ მოძალადე პერსონაჟს და სინანულამდეც კი მიჰყავთ ის,-"მსჯელობენ წარმოდგენების ირგვლივ ახალგაზრდები.
„ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ხელს უწყობს საზოგადოებაში არსებული პრობლემის გადაჭრას. ამ სცენებმა, ჩემი აზრით, ბევრი ახალგაზრდა დააფიქრა", - ლიკა ხორავა (სენაკის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე).
მოზარდებმა, წარმოდგენების დასასრულს, გამოთქვეს აზრი, რომ ძალადობის
ფორმების აღმოფხვრის მიზნით საზოგადოების გააქტიურება აუცილებელია.
ივნისის თვეში ფორუმ-თეატრმა გამართა ოთხი წარმოდგენა-ქუთაისის №14 საჯარო სკოლაში, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში, ხურჩასა და კოკში.
თეატრი საზოგადოებისათვის პრობლემურ მრავალ თემას ეხება: ძალადობა ოჯახში, ძალადობა ახალგაზრდებს შორის. სწორედ თეატრის სპეციფიკა განაპირობებს წარმოდგენებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს.
ფორუმ-თეატრის ყოველი წარმოდგენის შემდეგ იმართება განხილვა, რომელშიც მაყურებლებიც მონაწილეობენ. განხილვებისას ახალგაზრდებმა გამოთქვეს აზრი, რომ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ხელს უწყობს მათი ინფორმაციულობისადა აქტიურობის ზრდას და ეხმარება ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში.
მაისშიფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა: ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ სკვერში და გორაზე - ბავშვთა და მოზარდთა დასასვენებელ პარკში.
წარმოდგენებს ბევრი მაყურებელი დაესწრო. ის ფორუმ-თეატრის მიერ გათამაშებულ სცენებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს.საყურადღებოა ისიც, რომ წარმოდგენებს სხვადასხვა ასაკის ადამიანები ესწრებოდნენ. მაყურებელმა ადვილად აუღოალღოფორუმ-თეატრის სათქმელს დათითოეულისცენის განხილვაშიაქტიურადჩაერთო. მონაწილეებიერთხმადაღნიშნავდნენ, რომძალადობისწინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების მეტი აქტიურობაა საჭირო.
თებერვალში ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა - ქუთაისის მე-4 და 35-ე საჯარო სკოლაში.
წარმოდგენილი სცენები აქტუალური აღმოჩნდა ორივე სკოლის მოსწავლეებისთვის. მოზარდები განსაკუკთრებულ აქტივობას იჩენდნენ ძალადობის სცენების განხილვისას, რომელიც ეხებოდა ძალადობას ოჯახში, სკოლაში, მოხუცებულზე განხორციელებული ძალადობა და პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული პრობლემები.
მოზარდების აზრით, აუცილებელია საზოგადოებამ მეტი პროტესტი გამოხატოს ძალადობის სხვადასხვა ფორმების მიმართ და აქტიურად იმოქმედოს მის წინააღმდეგ.
კამპანიის ფარგლებში ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრმა წარმოდგენა ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში გამართა.
მაყურებელი გაინსაკუთრებით დაინტერსდა სცენით, სადაც და-ძმას შორის კონფლიქტური სიტუაციაა. ისინი აქტიურად ჩაერთვნენ სცენარში და გამოსავლის პოვნასაც შეეცადნენ. ალტერნატიულ ვარიანტებში გამოჩნდა მოლაპარაკება, დათმობა დის მხრიდან, მშობლის ჩარევა.