- ძალადობასათან მიმართებაში არსებობს სამართლებრივი მექანიზმები, მაგრამ მხოლოდ ქაღალდზე, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, რა შეიძლება შეიცვალოს, დაინერგოს ამ პრობლემის წინააღმდეგ, რათა მუშაობის მექანიზმები უფრო ეფექტური იყოს - ფონდი „სოხუმის" ექსპერტთა ჯგუფმა ამ საკითხების ირგვლივ გამართა მსჯელობა ფონდელებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის ასისტენტები, ტრენერები, ჟურნალისტები, ფსიქოლოგი, რომლებიც ფონდ „სოხუმში" პროექტებიდან გამომდინარე, ძალადობის პრობლემის აღმოსაფხვრელად სხვადასხვა სახის საქმიანობას ეწევიან.
დისკუსიისა და მსჯელობისას გაჩნდა ახალი წინადადებები:
- ჟურნალში რეგულარულად დაიბეჭდოს სტატიები იურიდიული განმარტებებით.
- რადიო-მონოლოგების მოსმენა სხვადასხვა ღონისძიებებზე და იურისტის კონსულტაციები.
- ძალადობის თემაზე გადაღებული ფილმების ჩვენება კოლექტიურ ცენტრებში და იურისტის კომენტარები.
შეხვედრაზე შემუშავებული წინადადებები მომავალში ექსპერტთა ჯგუფის სამუშაო გეგმაში ჰპოვებს ასახვას.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |