რვა შეკითხვის გარშემო მიმდინარეობდა თვისობრივი კვლევა სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, რომელსაც სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ.
ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებმა წინგადადგმული ნაბიჯი უწოდეს ხელისუფლების მიერ შექმნილ სტრატეგიას „ჩართულობა თანამშრომლობის გზით".
თუმცა, ხაზგასმით ითქვა ისიც, რომ სტრატეგიაში საერთოდ არ ჩანს ქალთა ხედვა. მათი აზრით კარგი იქნებოდა სამოქმედო გეგმაში ქალის, როგორც მშვიდობისმყოფელის რესურსი ყველა სფეროში იქნეს გამოყენებული.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით. |