|
კვლევის ფარგლებში კიდევ ერთი ფოკუს-ჯგუფი ბათუმში შეიკრიბა. მონაწილეები: მედიის, შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები, იგპ ქალები თავის პოზიციებს აფიქსირებდნენ იმაზე - რა რესურსები იქნა გამოყენებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, რა შეიძლება დაედოს საფუძვლად თანამშრომლობის გაღრმავებას, მიაჩნიათ თუ არა, რომ სახელმწიფო სტრატეგიით "ჩართულობა თანამშრომლობის გზით” ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ახალი ეტაპი დაიწყება.
საერთო განწყობით, არსებობს კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი ყველაზე უპერსპექტივო გზა - ომი. რაც შეეხება რესურსებს, გაჟღერდა , რომ ყველაზე ეფექტური რესურსი სწორი სახელმწიფო პოლიტიკაა, შემდეგ კი სახალხო დიპლომატიის მაქსიმალური გამოყენება.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით. |