2011 წლის 7-დან 9 სექტემბრამდე ქობულეთში (საქართველო) რუსეთისა და საქართველოს რუსული ენის მასწავლებლებისათვის ჩატარდება სემინარი "შერიგების სასკოლო სამსახურები".
ღონისძიება იმართება პროექტის „ცხოვრება მშვიდობით - მშვიდობიან გარემოში" ფარგლებში, რომელიც მიმართულია ურთიერთთანხმობის დაბრუნებისა და პოსტკონფლიქტური შერიგებისაკენ მრავალმხრივი დიალოგის ინიცირებით რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის.
პროექტი ხორციელდება ორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის პარტნიორობით: რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაცია - კავშირი „დონის ქალები" (რუსეთი) და არასამთავრობო ორგანიზაცია - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი" (საქართველო). პროექტი არის ლოგიკური გაგრძელება საქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა ალიანსის მონაწილეთა დიალოგისა, რომელიც დაიწყო თბილისში 2009 წლის დეკემბერში.
მიზანი სემინარისა, რომელიც უკვე მეორეა ჩაფიქრებული ციკლიდან - არის რუსული ენის მასწავლებლების ცოდნის არეალის გაფართოება აღდგენითი სამართლის - კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების ახალი ხერხის - პრინციპებისა და ტექნოლოგიების დარგში.
სემინარის მონაწილენი იმსჯელებენ რუსული ენის როლზე მოზარდი თაობის სწავლასა და აღზრდაში, გაეცნობიან აღდგენითი მედიაციის პრინციპებსა და ღირებულებებს, წარმოდგენა შეექმნებათ შერიგების სასკოლო სამსახურზე.
სემინარს ჩაატარებს რუსტემ მაკსუდოვი, პრეზიდენტი საზოგადოებრივი ცენტრისა „სასამართლო-სამართლებრივი რეფორმა" (ქ. მოსკოვი).
სემინარის ჩატარების ადგილი: საქართველო, ქობულეთი, სასტუმრო „მწვანე სახლი", თამარ მეფის №8
დამატებითი ინფორმაცია სემინარისა და პროექტის შესახებ შეიძლება მიიღოთ ალლა გამახარიასთან (პროექტის კოორდინატორი საქართველოში) - 8 431 27 29 02 , მობ. 995 99 54 31 61, ელექტრონული ფოსტა woman@fundsokhumi. www.fundsokhumi.ge. www.facebook.com/fundsokhumi