16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, ფონდი "სოხუმი”, ტრადიციულად, ერთვება ყოველწლიურ საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
მიმდინარე წელს აღინიშნება კამპანიის 20 წლისთავი.
წლევანდელი კამპანია აქციის ორგანიზატორებმა დაუკავშირეს მილიტარიზმსა და ქალთა მიმართ ძალადობას შორის კავშირს. ჩვენც ვემხრობით მოსაზრებას, რომ მილიტარისტული ცნობიერება არის სამყაროს აღქმის განსხვავებული გზა.
მილიტარიზმის მხარდაჭერა ნიშნავს პრობლემის ძალადობრივი გზით გადაწყვეტის უპირატესობის აღიარებას და გააჩნია განუზომელი მოქმედება ქალზე. მას შეიძლება დაუპირისპირდეს მხოლოდ განათლება, ჯანდაცვა, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური უსაფრთხოება!
ამიტომაც აერთიანებს მსოფლიოს კეთილი ნების ყველა ადამიანს კამპანიის სლოგანი
"ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას!”
ფონდის წევრები, მოხალისეები, პარტნიორები და ბენეფიციარები მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით კამპანიის მიმდინარეობის დროს გეგმავენ აქციებს, შეხვედრებს საზოგადოებასთან, მრგვალ მაგიდებს, ფილმების ჩვენებასა და დისკუსიებს, სატელევიზიო და რადიოგადაცემებს, ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს; გაავრცელებენ კამპანიისთვის საგანგებოდ დაბეჭდილ პოსტერს, კალენდარს, ბუკლეტს.
ჩვენ ვთვლით,
რომ ძალადობა ბოროტებაა, თქვენ შეგიძლიათ, გახდეთ კამპანიის მონაწილე!
|