მთავარი »
2013 » სექტემბერი » 19 » ოზურგეთის საკრებულოს წევრებმა ფონდი „სოხუმის“ პროექტი სასარგებლოდ მიიჩნიეს
22:53 ოზურგეთის საკრებულოს წევრებმა ფონდი „სოხუმის“ პროექტი სასარგებლოდ მიიჩნიეს |
| ოზურგეთის საკრებულოში ჩატარდა საინფორმაციო
შეხვედრა საკრებულოს წევრ ქალბატონებთან - ირინა საჯაიასთან და ლელა ნაცვალაძესთან.
მათ მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის" ახალ პროექტზე „გენდერული საბჭოები - ახალი ინსტიტუციონალური
მოდელი გენდერული ცვლილებებისათვის რეგიონებში".
საკრებულოს წევრმა ქალბატონებმა გამოხატეს პროექტში მონაწილეობის სურვილი. მათ აღნიშნეს, რომ პროექტის განხორციელება სარგებლობას მოუტანს
ადგილობრივ მოსახლეობას, რადგან აუცილებელია ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების პროცესში ქალთა მონაწილეობის
გაზრდა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით |
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 773 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 5.0/1 |