კვირა, 24.11.2024, 00:55
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 5 » მსჯელობა ნაადრევ ქორწინებაზე წყალტუბოს მრგვალ მაგიდაზე
17:10
მსჯელობა ნაადრევ ქორწინებაზე წყალტუბოს მრგვალ მაგიდაზე

ახალგაზრდები ოჯახს ადრეულ ასაკში ქმნიან - 12- 14 წლისანებიც კი,  - გამოკითხვის შედეგად ასე დაასკვნეს ფონდი „სოხუმის" ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა და სწორედ ეს გახდა მრგვალი მაგიდის გამართვის მიზეზიც.

შეხვედრა წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა. თემა აქტუალობის მიხედვით შეარჩიეს: „ოჯახი, სიყვარული, ტრადიციები - ნაადრევი ქორწინება".

ახალგაზრდა ლიდერებმა საინტერესო აუდიტორია შეკრიბეს - სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სამართალდამცველები,  ჟურნალისტები, ფსიქოლოგი, სტუდენტები, მოსწავლეები.

- ძალადობრივი გარემო ოჯახში, პრობლემებიდან გაქცევის მცდელობა, ნაადრევი მომწიფება, მიგრაციაში მყოფი მშობლების სიყვარულის დეფიციტი, სწავლის მიმართ ნაკლები ინტერესი - განსაკუთრებით ამ მიზეზებზე  ისაუბრეს შეკრებილებმა.

რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი - ამ თემაზე საუბრის გაგრძელებაა სკოლებში, მოზარდებში, ფეისბუკზე - რომ თავად ახალგაზრდებმა განსაზღვრონ ნაადრევი ქორწინების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

მრგვალი მაგიდა მიეძღვნა კამპანიას „16 აქტიური დღე  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ".

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1000 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 46
სტუმარი: 46
მომხმარებელი: 0