ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:49
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 7 » მრგვალი მაგიდა ზუგდიდში
00:14
მრგვალი მაგიდა ზუგდიდში

 
 

„რა დიდი სურვილიც არ უნდა ჰქონდეთ ერთეულ არასამთავრობო  ორგანიზაციებს,  ოჯახში ძალადობის პრობლემას ვერაფერს უშველიან, თუ მთელი საზოგადოება არ იქნა დარაზმული".

„თუ ბიუროკრატიული არა - მოუქნელი ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ კანონს, რადგან ძალიან გართულებულია პროცედურები საიმისოდ, რომ  მსხვერპლი თავშესაფარში მოხვდეს".

„იქნებ გაითვალისწინონ სოციალურ საცხოვრისებში ძალადობის მსხვერპლის ოჯახებისთვის ფართის გამოყოფის საკითხი".

„კანონი უნდა ავალდებულებდეს ადგილობრივ ხელისუფლებას დაეხმაროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს,  და არა - კეთილი ნება".

„უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების ინფორმირებულობას, ამ საკითხებში სახელისუფლებო და არასამთავრობო სექტორის ერთიანობას".

„ძალადობისაგან ბავშვების დაცვის საკითხში უნდა ითანამშრომლოს რესურს ცენტრმა, სოციალურმა სამსახურმა, პოლიციამ, სკოლებმა, რაც ყოველთვის არ ხორციელდება".

„პრობლემას ქმნის კადრების დენადობა პოლიციაში, როცა გადამზადებული კადრების დეფიციტი იქმნება".

„ჯერ კიდევ მტკივნეული რჩება მოზარდებისა და ტოტალიზატორების თემა".

...კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში ჩატარებულ მრგვალ მაგიდაზე ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, სამართალდამცავი სტრუქტურების, სოციალური სამსახურების, დევნილი და ადგილობრივი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მონაწილეთა შეფასებით, შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა და ის სამომავლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისა  და ძალადობის პრევენციის კუთხით  არსებული სიტუაციის გამოსწორებას და საზოგადოების კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს.

 შეხვედრას ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ აღნიშნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი დისკუსიები მსგავს საკითხებზე. ასევე - დიდი როლი ენიჭება  სამოქალაქო კამპანიებს, რომლითაც ხდება ყველა კეთილი ნების ადამიანის კონსოლიდაცია.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1165 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0