ფონდი „სოხუმი" აგრძელებს დევნილთათვის გარემონტებული ბინების მონიტორინგს.
ოქტომბერში, ქუთაისში, ლეჟავას ქუჩა №13 -ში მდებარე(ყოფილი კომისარიატის შენობა) შენობის მონიტორინგი ჩატარდა. სახლის რეაბილიტაცია მოახდინა შპს „თეგეტა უნივერსალმა". სულ 10 ოჯახი ცხოვრობს. დევნილები საცხოვრებლით კმაყოფილები არიან. თავიდან იყო ხარვეზები, რომელიც შემდეგ სამშენებლო ფირმამ გამოასწორა. დღემდე პრობლემაა სარდაფი, სადაც წყალი გროვდება. რამდენჯერმე მოხდა მისი ამოტუმბვა, მაგრამ წყალი ისევ დგება.
მონიტორინგი ჩაუტარდა ნიკეას ქუჩა №19-ში მდებარე საბავშვო ბაღის შენობას. მოსახლეობა რემონტით კმაყოფილია, მაგრამ დიდი ნაწილი ფართის არასწორად განაწილების გამო გამოთქვამს პრეტენზიებს.
ამავე თვეში მონიტორინგი ჩაუტარდა ჭონქაძის ქ.№52-ში მდებარე „სათაფლიის" შენობას. შენობის სახურავზე არაა გაკეთებული წყლის სადინარები, რის გამოც წვიმის წყალი ოთახებში ჩაედინება.
რაც შეეხება შენობის შიდა სარემონტო სამუშაოებს, მოსახლეობა კმაყოფილია.
პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების” (დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით. |