პროექტის „მოძრავი სადისკუსიო კლუბები – მომავალი ჟურნალისტების როლი დევნილი ახალგაზრდების ინტეგრაციის პროცესში" ფარგლებში 23, 24, 28 და 29 სექტემბერს ფონდ „სოხუმში" ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ოთხდღიანი ტრენინგი ჩატარდა თემებზე:
1. ჟურნალისტის თვალით დანახული პრობლემა (დევნილთა ინტეგრაცია და ჟურნალისტის როლი);
2. ინდივიდუალური და კოლექტიური რესპონდენტები; ინტერვიუს აღების ხერხები;
3. დებატების წარმართვის ხელოვნება;
4. ინტეგრაციის პრობლემის გაშლა სხვადასხვა ჟანრში. წერის ხელოვნება.
ტრენინგში 12 სტუდენტმა (გოგონები და ვაჟები) მიიღო მონაწილეობა.
პროექტის მიზანია, დაეხმაროს დევნილ ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციაში; მედიისთვის დევნილთა ინტეგრაციის თემა გახადოს პოპულარული და ახლობელი.
პროექტის პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. მომდევნო ეტაპზე ახალგაზრდა ჯურნალისტენი სხვადასხვა ქალაქში ჩავლენ, დევნილ ახალგაზრდებს შეხვდებიან და მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე იმსჯელებენ.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |